
ISSA–ს კვლევა: „ქართული ოცნების“ პირობებში ევროკავშირში გაწევრიანების მოლოდინი რესპონდენტთა 14%-ს აქვს
07/07/2025 17:20:00 პოლიტიკა, საზოგადოება
„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების“ პირობებში ევროკავშირში გაწევრიანების მოლოდინი რესპონდენტთა 14%-ს აქვს.
კითხვაზე, [ხელისუფლებაში ვისი ყოფნის დროს არის] ევროკავშირში გაწევრიანება მეტად მოსალოდნელი, პასუხები ასე გადანაწილდა:
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში - 14%;
თუ ხელისუფლებაში პროევროპული ოპოზიცია მოვა - 46%;
ორივეს შემთხვევაში - 14%;
არც ერთი - 10%;
არ ვიცი / უარი პასუხზე - 16%.
- კვლევის შედეგები მხარდამჭერების მიხედვით:
ოპოზიციის ამომრჩევლები:
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში - 1%;
თუ ხელისუფლებაში პროევროპული ოპოზიცია მოვა - 81%;
ორივეს შემთხვევაში - 7%;
არც ერთი - 5%;
არ ვიცი / უარი პასუხზე - 5%.
„ქართული ოცნების“ ამომრჩეველი:
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში - 49%;
თუ ხელისუფლებაში პროევროპული ოპოზიცია მოვა - 6%;
ორივეს შემთხვევაში - 19%;
არც ერთი - 8%;
არ ვიცი / უარი პასუხზე - 18%.
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) 2025 წლის ივნისში ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიზანი იყო საქართველოს მოსახლეობის განწყობებისა და მოსაზრებების შესწავლა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. კვლევის ტიპი - რაოდენობრივი კვლევა. სამიზნე ჯგუფი: საქართველოს სრულწლოვანი (18+) მოსახლეობა; შერჩევით ერთობლიობა: 2000 რესპონდენტი; მეთოდი: პირისპირ ინტერვიუ; შერჩევა: ალბათური; კერძოდ, კლასტერული შერჩევა წინასწარი სტრატიფიკაციით. შერჩევის ცდომილება: ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით; გამოპასუხების წილი: 71%; საველე სამუშაოები ჩატარდა 2025 წლის 17-29 ივნისის შუალედში; კვლევის დონორი: სამოქალაქო საზოგადოების ფონდი.