Accentnews.ge
გიორგი ახობაძის ადვოკატი: ექსპერტმა დაადასტურა, რომ ნერწყვია გადასული შესაფუთ მასალაზე, ეს გარემოება კი ამყარებს ჩვენს პოზიციას, რომ მას ნარკოტიკთან შეხება არ ჰქონია

გიორგი ახობაძის ადვოკატი: ექსპერტმა დაადასტურა, რომ ნერწყვია გადასული შესაფუთ მასალაზე, ეს გარემოება კი ამყარებს ჩვენს პოზიციას, რომ მას ნარკოტიკთან შეხება არ ჰქონია

11/07/2025 14:07:00 პოლიტიკა, სამართალი

ექსპერტმა დაადასტურა, რომ ნერწყვია გადასული შესაფუთ მასალაზე, ეს გარემოება კი ამყარებს ჩვენს პოზიციას, რომ მას ნარკოტიკთან შეხება არ ჰქონია, - ამის შესახებ ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმის, გიორგი ახობაძის ადვოკატმა, მარიამ მაძღარაშვილმა განაცხადა.

„დღევანდელ პროცესზე, დაცვის მხარის მტკიცებულებები გამოვიკვლიეთ, კერძოდ დავკითხეთ ჩვენ მიერ დანიშნული ექსპერტიზის პასუხზე ექსპერტები, რომლებმაც დაგვიდასტურეს, რომ შესაფუთ მასალაზე გადასული იყო ნერწყვი. ეს მნიშვნელოვანი გარემოებაა, რადგან გიორგი აცხადებს, რომ მას დაკავების მომენტში პირის ღრუდან ნერწყვის ნიმუში ძალით, ხელთათმანიანი ხელის გამოსმით აუღეს, რადგან მისი დნმ-ის კვალი გადაეტანათ შესაფუთ მასალაზე. ექსპერტმა დაადასტურა, რომ ნერწყვია გადასული შესაფუთ მასალაზე, ეს გარემოება კი ამყარებს ჩვენს პოზიციას, რომ მას ნარკოტიკთან შეხება არ ჰქონია“, - განაცხადა მარიამ მაძღარაშვილმა.

შემდეგ სასამართლო სხდომაზე, რომელიც 16 ივლისს ჩაინიშნა, გამოიკითხება ბრალდებული გიორგი ახობაძე, რის შემდეგაც მხარეები დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ.

ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S