Accentnews.ge
დიდი ბრიტანეთის ელჩი: ჟურნალისტების დაკავებასა და კრიტიკოსების მიმართ რეპრესიას საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლის მტკიცებულებად მივიჩნევთ

დიდი ბრიტანეთის ელჩი: ჟურნალისტების დაკავებასა და კრიტიკოსების მიმართ რეპრესიას საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლის მტკიცებულებად მივიჩნევთ

14/07/2025 06:57:00 პოლიტიკა

დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში გარეტ უორდი ვიდეომიმართვას ავრცელებს. მიმართვაში ელჩი აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ჟურნალისტების დაკავებასა და კრიტიკოსების მიმართ მზარდ რეპრესიას მიიჩნევს, როგორც საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლის მტკიცებულებას და მოუწოდეს საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლოს დაკავებული ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები და გამოსავლის მოსაძებნად ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში.

"გაერთიანებული სამეფო ამაყობს, რომ არის მედიის თავისუფლების კოალიციის წევრი, რომელიც იცავს დამოუკიდებელი ჟურნალისტების უფლებებს გლობალურად.

კოალიციის მრავალი წევრი განსაკუთრებით შეშფოთებულია საქართველოში მედიის თავისუფლების გაუარესებით, მათ შორის, ხელისუფლების კრიტიკის გამო ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პოლიტიკურად მოტივირებული პროცესით.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ბევრი ევროპელი პარტნიორების მსგავსად, ჟურნალისტების დაკავებას, თვითნებურ დაპატიმრებასა და სხვა კრიტიკოსების მიმართ მზარდ რეპრესიას მიიჩნევს, როგორც საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლის მტკიცებულებას, რაც ეწინააღმდეგება ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებს.

ამიტომ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და სხვა ევროპელმა პარტნიორებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან, რათა მოიძებნოს გამოსავალი არსებული მდგომარეობიდან", - ამბობს ბრიტანეთის ელჩი საქართველოში გარეტ უორდი ქართულ ენაზე ჩაწერილ ვიდეომიმართვაში, რომელიც დღეს, 14 ივლისს, გამოქვეყნდა საელჩოს ფეისბუკის გვერდზე.

11 ივლისს დიდი ბრიტანეთის საელჩომ საქართველოში 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივი განცხადება გაავრცელა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

განცხადებაში ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ და მკაცრად გმობენ ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაკავებას, რასაც უწოდებენ პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებებს, რაც, მათი განცხადებით, აშკარად ისახავს მიზნად პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობას საქართველოში, ადგილობრივ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე.

"ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ 13 ივლისს უპასუხა 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივ განცხადებას საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

"ოცნებამ" მას უწოდა „მორიგი უხეში და უსამართლო თავდასხმა ქართველ ხალხზე“ და „საბჭოური სტილის დეზინფორმაციით და ცრუ ბრალდებებით გაჯერებული“ ტექსტი.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S