Accentnews.ge
სალომე ზურაბიშვილი: სომხური ტვირთების დაბლოკვა საუკუნოვანი მეგობრობის სულისკვეთებას არღვევს

სალომე ზურაბიშვილი: სომხური ტვირთების დაბლოკვა საუკუნოვანი მეგობრობის სულისკვეთებას არღვევს

16/07/2025 12:22:14 კავკასია, პოლიტიკა

სომხური ტვირთების დაბლოკვა არღვევს საუკუნოვანი მეგობრობის სულისკვეთებას საქართველო-სომხეთის შორის, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, საქართველომ უნდა იმოქმედოს ისე, როგორც ნამდვილ პარტნიორს შეეფერება.

„საქართველო უნდა იყოს ნამდვილი პარტნიორი და არა ზეწოლის არხი. ასეთი ქმედებები ზიანს აყენებს ნდობას და რეგიონულ ეკონომიკურ სტაბილურობას. ეს ახლავე უნდა შეწყდეს“, - წერს ზურაბიშვილი.

„რადიო თავისუფლების“ სომხური სამსახურის ინფორმაციით, სომხეთში ბოლო დღეებში თხევადი გაზის ფასები 40%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია რუსეთიდან საქართველოს გავლით მისი იმპორტის სერიოზული დაბრკოლებების შესახებ. გაზის იმპორტიორი და გამყიდველი სომხური კომპანიები აცხადებენ, რომ გასული კვირიდან მათი ასობით მანქანა გაურკვეველი მიზეზების გამო საქართველოს ხელისუფლებამ გააჩერა.

„ჩვენი მძღოლები იქ ბოლო რვა-ცხრა დღის განმავლობაში არიან ჩარჩენილები და ჯერ კიდევ არ არსებობს ნიშნები, რომ ქართველები მათ გავლის საშუალებას მისცემენ“, - განუცხადა „რადიო თავისუფლების“ სომხურ სამსახურს ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელმა. მისი თქმით, სომხეთისკენ მიმავალი 500-მდე სატვირთო მანქანა საქართველოს საბაჟო ტერმინალებში რჩება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S