Accentnews.ge
ესტონეთმა კიდევ 19 ქართველი ოფიციალური პირი დაასანქცირა

ესტონეთმა კიდევ 19 ქართველი ოფიციალური პირი დაასანქცირა

18/07/2025 19:12:00 პოლიტიკა

ესტონეთმა კიდევ 19 ქართველი ოფიციალური პირი დაასანქცირა, მათ შორის იუსტიციის მინისტრი, გენერალური პრიკურორი და მოსამართლეები. შესაბამის განცხადებას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დასანქცირებულთა შორის არიან: ნინო გალუსტაშვილი (მოსამართლე), გიორგი გვარაკიძე (გენერალური პროკურორი), ლუდა ღუდუშაური (პარლამენტის წევრი), ილია ინჯია (პარლამენტის წევრი), ირაკლი ქადაგიშვილი (პარლამენტის წევრი), ანი ხუბეჯაშვილი (პროკურორი), მარიამ ლაშხი (პარლამენტის წევრი), გურამ მაარაშვილი (პარლამენტის წევრი), მარი მეშველიანი (პროკურორი), ვიქტორ მეტრეველი (მოსამართლე), ჯვებე ნაჭყებია (მოსამართლე), ნინო სახელაშვილი (მოსამართლე), პაატა სალია (იუსტიციის მინისტრი), თენგიზ შარმანაშვილი (პარლამენტის წევრი), ირაკლი შვანგირაძე (მოსამართლე), სოზარ სუბარი (პარლამენტის წევრი), ალექსანდრე ტაბატაძე (პარლამენტის წევრი), სულხან თამაზაშვილი (აჭარის მთავრობის თავმჯდომარე) და ნათია თათიაშვილი (პროკურორი).

„ეს პირები პირდაპირ ან არაპირდაპირ პასუხისმგებელი არიან მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დევნაზე. ძალადობა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება იყენებს, პოლიტიზებული სასამართლო პროცესები, და დემონსტრანტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ არაპროპორციული დასჯები ეწინააღმდეგება დემოკრატიის ძირეულ ღირებულებებსა და პირობებს, რომლებიც საქართველოს ევორკავშირის კანდიდატის სტატუსს უკავშირდება.

ესტონეთი გააგრძელებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას ქართველი ხალხის უფლებებისა და ღირსების დაცვით”,- განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთმა, მარგუს ცაჰკნამ ქართველი ოფიციალური პირების დასანქცირებასთან დაკავშირებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S