Accentnews.ge
"საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება დემოკრატიის განმტკიცების, პოლარიზაციის შემცირებისა და ქვეყნის სტაბილური განვითარების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია"

"საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება დემოკრატიის განმტკიცების, პოლარიზაციის შემცირებისა და ქვეყნის სტაბილური განვითარების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია"

09/03/2020 05:52:11 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია საარჩევნო სისტემაზე მიღწეულ შეთანხმებას მნიშვნელოვნად აფასებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

„ეს შეთანხმება დემოკრატიის განმტკიცების, პოლიტიკური გარემოს დასტაბილურების, ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებისა და საარჩევნო წელს ქვეყნის სტაბილური, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს შეთანხმების მიღწევაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის“, – წერს გიორგი გახარია.

მმართველი გუნდი და ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებისთვის 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40%–იან ბარიერზე შეთანხმდნენ. აშშ-ის საელჩომ შეთანხმების ტექსტიც გაავრცელა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S