Accentnews.ge
სალომე ზურაბიშვილი: მთავრობამ დამოუკიდებელი მედიასაშუალების, „ბათუმელების“ ანგარიშები გაყინა - ეს სამართლიანობა არ არის, ეს მიზანმიმართული რეპრესიაა

სალომე ზურაბიშვილი: მთავრობამ დამოუკიდებელი მედიასაშუალების, „ბათუმელების“ ანგარიშები გაყინა - ეს სამართლიანობა არ არის, ეს მიზანმიმართული რეპრესიაა

21/07/2025 10:35:59 პოლიტიკა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემა „ბათუმელების“ ანგარიშებზე ინკასოს დადებას ეხმაურება და მედიასაშუალების წინააღმდეგ გამოყენებულ სასჯელს მიზანმიმართულ რეპრესიად აფასებს.

„ტერორი საქართველოში - მთავრობამ დამოუკიდებელი მედიასაშუალების, „ბათუმელების“ ანგარიშები ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესამდე სულ რაღაც რამდენიმე დღით ადრე გაყინა - აშკარა სასჯელის აქტი. ეს სამართლიანობა არ არის. ეს მიზანმიმართული რეპრესიაა“, - წერს ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

შეგახსენებთ, დღეს გამოცემა „ბათუმელებმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შემოსავლების სამსახურმა „ბათუმელების“ ანგარიშებს ინკასო დაადო – ოფიციალური მიზეზი დავალიანებაა. რეალური მიზეზი – სურვილი, რომ მედიაორგანიზაციამ საქმიანობა შეწყვიტოს.

“უფრო მეტიც – ეს არის ზეწოლა მზია ამაღლობელზე, რომ დანებდეს. რამდენიმე დღეში მოსამართლე ნინო სახელაშვილი შპს „გაზეთ ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს განაჩენს გამოუტანს”- აცხადებენ გამოცემაში. 


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S