
გიორგი ბურჯანაძე: პოლიტიკური პატიმრების საქმეებზე „ოცნება“ ეუთო/ოდირს მონიტორინგის განხორციელებისთვის საჭირო თანხმობას არ აძლევს
21/07/2025 16:22:00 პოლიტიკა
პოლიტიკური პატიმრების საქმეებზე „ოცნება“ ეუთო/ოდირს არ აძლევს მონიტორინგის განხორციელებისთვის საჭირო თანხმობას, - ამის შესახებ "სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" სამართლებრივი მრჩეველი გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ოდირი მზადყოფნას გამოხატავს საჭირო თანხმობის შემდეგ პოლიტიკური პატიმრების პროცესების მონიტორინგი განახორციელოს, თუმცა დეკემბრის შემდეგ თანხმობა არ გაცემულა.
„პოლიტიკური პატიმრების საქმეებზე ეუთო/ოდირი საქართველოში მოიწვია სალომე ზურაბიშვილმა2024 წლის დეკემბერში.
ოდირის მეთოდოლოგიით, ის სასამართლომ უნდა დაუშვას პროცესებზე და მათი თანხმობა არის საჭირო. დეკემბრის შემდეგ ეს თანხმობა არ იქნა გაცემული.
ოდირი მზადყოფნას გამოხატავს საჭირო თანხმობის შემდეგ განახორციელოს პოლიტიკური პატიმრების პროცესების მონიტორინგი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროცესების დახურვის შემდეგ.
2013 წელს, „ოცნებამ“ თვითონ მოიწვია ეუთო ოდირი პროცესების მონიტორინგისთვის და საინტერესოა, თუ მაშინ არ ჰქონდათ რამე დასამალი, დღეს რა აქვთ?“, - წერს ბურჯანაძე სოციალურ ქსელში.