Accentnews.ge
მზია ამაღლობელის საქმის პროკურორი:  მზადყოფნას გამოვხატავთ საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე საკითხი აქტიურად განვიხილოთ

მზია ამაღლობელის საქმის პროკურორი: მზადყოფნას გამოვხატავთ საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე საკითხი აქტიურად განვიხილოთ

21/07/2025 17:48:00 პოლიტიკა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობლის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა კვლევის ეტაპი დასრულდა.

პროკურატურამ სასამართლოს საქმესთან დაკავშირებით დასკვნითი სიტყვა წარუდგინა.

პროკურორი თორნიკე გოგეშვილი მზია ამაღლობლის საქმეზე ადვოკატებს საპროცესო შეთანხმების საკითხის განხილვას სთავაზობს.

პროკურორებს მიაჩნიათ, რომ მზია ამაღლობელმა პოლიციელზე 11 იანვარს თავდასხმა განახორციელა.

საქმის პროკურორმა სხდომაზე ისაუბრა მზია ამაღლობელის თავადაპირველი - ადმინისტრაციულ საქმეზე - დაკავების დეტალებზე, მისი თქმით, მზია ამაღლობელის ფაქტობრივი დამკავებლები არიან - ბერდია ფერაძე და გიორგი ბჟალავა, ხოლო გრიგოლ ბესელია დამკავებელი ვერ იქნება, რადგან დაკავების გადაწყვეტილება მას არ მიუღია.

“ფაქტობრივად, მზია ამაღლობელი დააკავეს პოლიციელებმა - ბერდია ფერაძემ და გიორგი ბჟალავამ. გამომძიებელმა დაკავების ოქმი შეადგინა. ბრალდებულს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რაც გულისხმობს ტანსაცმელზე და სხეულზე შეხებას, რაც მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ ქალ პოლიციელს განეხორციელებინა - რაც პრაქტიკაა.

მზია ამაღლობლის დაკავების პროცესში რამდენიმე პოლიციელი იმყოფება, პოლიციის შენობის ეზოში შეჰყავთ. დაკავებულის შეყვანისას ჩანს,რომ გიორგი ბჟალავა უკან მიჰყვება - ფაქტობრივი დამკავებელი პირი მზია ამაღლობელთან იმყოფებოდა.

ფაქტობრივი დამკავებელი პირი, ვინც მიიღო გადაწყვეტილება, პასუხისმგებელია დაკავებულის უსაფრთხოებაზე.

კადრებში ვხედავთ პოლიციელ გრიგოლ ბესელიას, იგი მიდის მზია ამაღლობელთან და შეჰყავს პოლიციის შენობის ეზოში, იქვეა პოლიციელი გოჩა ვანაძეც.

პირი, რომელმაც დაკავების გადაწყვეტილება მიიღო, ითვლება ფაქტობრივ დამკავებლად. პოლიციელს გრიგოლ ბესელია ფაქტობრივი დამკავებელი ვერ იქნება, მას გადაწყვეტილება არ მიუღია. [ადმინისტრაციულ საქმეზე].

ვიდეოჩანაწერებში მნიშვენლოვანია ჩანაწერები, სადაც ჩანს აქციის მონაწილეების მხრიდან კანონის დარღვევა. სხვადასხვა დროს მათი დაკავება მოხდა.

გრიგოლ ბესელია ვითარების განმუხვტვას ცდილობდა, მზია ამაღლობელი ამ დროს ჭყლეტაში მოყვა და დაეცა.

აქციის მიმდინარეობისას, იმდენად ქაოტური სიტუაციაა, ნებისმიერ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე პოლიციელს რეაგირება უნდა ჰქონდეს და ფაქტზე აკავებდეს, მოცემულ შემთხვევაში სხვადასხვა პირის დაკავება ხდება.

პოლიციის ადმინისტრაციის შენობასთან მიმდინარეობდა აქცია და ჭყლეტა, თუ ვინმეს თვითმიზანი იყო მზია ამაღლობლოს დაკავება, როგორც ქალბატონმა ეთერ თურაძემ თქვა… მაშინ არ გაათავისუფლებდნენ მზია ამაღლობელს და სხვებს [ადმინისტრაციულ საქმეზე]”, - აღნიშნა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა.

ასევე, პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა სასამართლოს დასკვნითი სიტყვის ფარგლებში, ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის, საქმეში არსებული ჩვენება წაიკითხა, რომელიც 11 იანვარს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მიმდინარე პროცესებს იხსენებს.

ამასთან, პროკურორმა გოგეშვილმა ისაუბრა ბრალდებაზე, რომელიც მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავადასხმას ითვალისწინებს და განაცხადა, რომ ბრალდება ქმედების ხასიათიდან გამომდინარე გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას, მისი თქმით, სახეში დარტყმა არის ძალადობრივი ქმედება.

“ჩვენი მიზანი იყო ქალბატონ მზიასგან მიგვეღო დეტალური ინფორმაცია, რასაც კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. პატიმრობიდან მალევე ქალბატონმა მზიამ შიმშილობა გამოაცხადა, წარმოუდგენელი იყო იმ პერიოდში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება….კონკრეტულად, ჩადენის მოტივი გვაინტერესებდა. სიწითლე არის დაზიანების ობიექტი.

პოლიციელი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს, ქალაბატონ მზიას ეკითხება პასუხს და სცემს სწორედ სამსახურეობრივი საქმიანობიდან გამომდინარე, ქალბატონი მზია დაკავებულებებზე განმარტებებს ითხოვს, რაც ვიდეო მასალაში ჩანს, შედის კომუნიკაციაში… ის ესაუბრება პასუხისმგებელ პირს. ცალსახაა, რომ ეს ქმედება - ჩამოქაჩვა და დარტყმა ხორციელდება. ბრალდებულმა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ეს იყო თავკერძა კომუნიკაციაზე იმპულსური რეაქცია…

ჩვენ მოვისმინეთ მოწმეთა ჩვენებები. სასამართლო ეყრდნობა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. ბრალდებული ჩვენებაში აქციაში მისვლის მიზეზს ხსნის, ციალა ქათამაძის და სხვა დაკავებულების სოლიდარობის მიზნით მივიდა.

სახეში დარტყმა არის ძალადობრივი ქმედება.

მოცემულ შემთხვევაში ძალადობრივი ქმედება განხორციელდა. ქალბატონ მზიას ადგილზე რომ მამაკაცი ყოფილიყო და გაშლილო ხელი დაერტყა პოლიციელისთვის… მოცემულ შემთხვევაში გამოვლენილია ბრალდების ქმედება. ქმედება უშუალოდ ჯანმრთელობის ხელყოფისკენ იყოს მიმართული, ამას შესაძლოა მნიშვნელობა მიენიჭოს სასჯელის დანიშვნის დროს.

ცალსახად სახეზე არის პოლიციელზე სამსახურეუბრივი საქმიანობისას თავდასხმის ფაქტი. ყველა პოლიციელი სამსახურეობრივ საქმიანობს ასრულებდა აღნიშნულ აქციაზე. მიგვაჩნია, რომ ცალსაცად არის თავდასხმა.

ნამდვილად მნიშვენლოვანია ჟურნალისტიკა და პატივისცემას გამოვხატავ ამ პროფესიის მიმართ.

უტყუარად არის დადასტურებული წარდგენილი ბრალდება, ასევე, ბოლოს მინდა ვთქვა, რომ რაც საქმის განხილვა მიმდინარეობს, არცერთხელ დაცვის მხარეს არ მოუმართავს საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, მიუხედავად ჩვენ მზადყოფნას გამოვხატავთ, რომ ეს საკითხი აქტიურად განვიხილოთ”, - განაცხადა პროკურორმა.

პროკურორის დასკვნით სიტყვის წარმოთქმას სხდომათა დარბაზში მზია ამაღლობლის მხარდამჭერების მხრიდან ხმაური მოჰყვა. პროტესტის ნიშნად, ნაწილმა სხდომათა დარბაზი შეძახილებით დატოვა: „სასამართლოში დიქტატურაა! სასამართლოში ტირანიაა!!“.

დღევანდელ პროცესზე ადვოკატების მიერ წარმოდგენილი მოწმის ექსპერტის გამოკითხვა მოხდა. მომდევნო პროცესზე, ადვოკატები სასამართლოს დასკვნით სიტყვას წარუდგენენ. საქმეზე მომდევნო სხდომა 1-ელ აგვისტოს 13:00 საათზე ჩაინიშნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S