
Amnesty International „ბათუმელების“ ანგარიშებზე ინკასოს დადებას ეხმაურება
22/07/2025 07:42:22 პოლიტიკა, სამართალი
ადამიანის უფლებადაცვითი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International ეხმაურბეა შემოსავლების სამსახურის მიერ „ბათუმელების“ ანგარიშებზე ინკასოს დადებას.
„დამოუკიდებელ ქართულ გამოცემა „ბათუმელებს“ ანგარიშები გაუყინეს მას შემდეგ, რაც მისი დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან ძალადობის სავარაუდო შემთხვევები გამოვლინდა, რომელიც ამჟამად უკანონოდ არის დაკავებული და შებღალული სასამართლო პროცესის წინაშე დგას.
Amnesty მოუწოდებს, გამოიძიონ პოლიციის ძალადობის ყველა ბრალდება“, – ნათქვამია Amnesty International-ის განცხადებაში.
შემოსავლების სამსახურმა „ბათუმელების“ ანგარიშებს ინკასო დაადო – ოფიციალური მიზეზი დავალიანებაა.
“რეალური მიზეზი – სურვილი, რომ მედიაორგანიზაციამ საქმიანობა შეწყვიტოს.
უფრო მეტიც – ეს არის ზეწოლა მზია ამაღლობელზე, რომ დანებდეს. რამდენიმე დღეში მოსამართლე ნინო სახელაშვილი შპს „გაზეთ ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს განაჩენს გამოუტანს”- აცხადებენ გამოცემაში.