
ელენე ხოშტარიას განცხადებით, მისი და პარტია „დროას“ ანგარიშები დააყადაღეს
22/07/2025 09:59:16 პოლიტიკა, სამართალი
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, მისი და პარტია „დროას“ ანგარიშები დააყადაღეს.
როგორც ხოშტარია „ფეისბუქზე“ წერს, დაყადაღების შედეგად მხოლოდ „17 ლარი მოიჭრა“.
„დამაყადაღენ. მეც და „დროას „ანგარიშებიც. ვაი, თქვენს პატრონს! შემოწირულობები უსაფრთხო ადგილას მქონდა დაბინავებული, 17 ლარი მოიჭრა სულ. არ გადაგცდეთ ეგ 17 ლარი.
არასდროს არცერთ ჯარიმას არ ეღირსებით ჩემგან, არცერთ დაკითხვაზე გამოცხადებას და არცერთ სასამართლო სხდომაზე მოსვლას.
ცეცხლი ოლიგარქიას”,- წერს ხოშტარია.