ზურაბიშვილი საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებას საზოგადოების გამარჯვებად აფასებს
09/03/2020 06:42:29 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას საზოგადოების გამარჯვებად აფასებს.
"მიღწეული შეთანხმება უნდა შეფასდეს როგორც საზოგადოების გამარჯვება. ამ გონივრული კომპრომისით და ნაბიჯით ყველა პირობა არის შექმნილი მშვიდი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. სახელმწიფოში სიმშვიდე, სტაბილურობა და დემოკრატია ჩვენი საერთო მიზანია", - წერს ზურაბიშვილი facebook-ში, პირად გვერდზე.
ოპოზიციას აქვს მოლოდინი, რომ შეთანხმების შემდეგ, პოლიტიკური პატიმრები ციხეს დატოვებენ. მათ შორის, ერთ-ერთ შესაძლებლობად, პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავას შეწყალება განიხილება.
მმართველი გუნდი და ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებისთვის 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40%–იან ბარიერზე შეთანხმდნენ. აშშ-ის საელჩომ შეთანხმების ტექსტიც გაავრცელა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება.


