Accentnews.ge
თავდაცვის სამინისტროდან კიდევ ერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს:მთელი შეგნებული ცხოვრება, 31 წლის განმავლობაში, დავუთმე სამხედრო სამსახურს

თავდაცვის სამინისტროდან კიდევ ერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს:მთელი შეგნებული ცხოვრება, 31 წლის განმავლობაში, დავუთმე სამხედრო სამსახურს

22/07/2025 15:10:00 პოლიტიკა

თავდაცვის სამინისტროდან რეორგანიზაციის საფუძვლით კიდევ ერთი თანამშრომნელი გაუშვეს - ლევან კურცხალია, რომელმაც სამხედრო სამსახურს 31 წელიწადი დაუთმო ამბობს, რომ მისი გამოცდილება და ძალისხმევა განსაკუთრებით ქვეყნის ნატოსა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციას უკავშირდება.

კურცხალიას თქმით, ეს გამოცდილება გამოცდილება როგორც ჩანს თავდაცვის სამინისტროში საჭირო აღარ არის.

“მეგობრებო, მიმძიმის იმის დაწერა რომ გათავისუფლებული ვარ თანამდებობიდან ე.წ რეორგანიზაციის ფარგლებში, ეხლა უკვე დათხოვნილი ვარ თავდაცვის ძალებიდანაც. 
ეს ჩემთვის მხოლოდ სამუშაო ადგილი  არ ყოფილა, მთელი შეგნებული ცხოვრება, 31 წლის განმავლობაში, დავუთმე სამხედრო სამსახურს. ჩემი გამოცდილება და ძალისხმევა განსაკუთრებით ქვეყნის ნატოსა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციას უკავშირდება. ძნელია იმ სამსახურის დატოვება, სადაც ბევრი გამოწვევა და  ქარტეხილი გავიარე. დასანანია, რომ ჩემი გამოცდილება როგორც ჩანს თავდაცვის სამინისტროში საჭირო აღარ არის.

მადლობა მინდა გადავუხადო, ყველა ჩემს კოლეგას, მეგობარს,  ვისთან ერთადაც საქართველოსთვის სასარგებლო საქმე გვიკეთებია და მჯერა ისევ გავაკეთებთ.
დიდება საქართველოს, დიდება საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირებს! საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპაშია!"- წერს ის. 

ბოლო რამდენიმე კვირაა, თავდაცვის სამინისტროდან თანამშრომლებს სამსახურიდან უშვებენ. როგორც ირკვევა, 11 მარტიდან გათავისუფლებულთა დიდ ნაწილს ხელი აქვს მოწერილი ევროპული და ევროატლანტიკური კურსის მხარდამჭერ პეტიციაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S