
ლუკა კურტანიძე დააკავეს
27/07/2025 18:55:00 სამართალი
„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ვეტერანი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლუკა კურტანიძე დაკავებულია ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით, სსკ-ის 126-ე პრიმა და 381 -ე პრიმა მუხლებით.
კურტანიძეს ყოფილი მეუღლე, ხათუნა მიქაცაძე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ქობულეთში მოხდა. მიქაცაძის განცხადებით, ლუკა კურტანიძემ მას როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ხათუნა მიქაცაძეს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება.
მისივე განმარტებით, ელდარ [ლუკა] კურტანიძის მიმართ შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული და მასთან მიახლოება ეკრძალებოდა.