Accentnews.ge
ნიკა კაცია: თუ ვინმეს ბოდიში აქვს მოსახდელი, აქვს რეჟიმს იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სასიკვდილოდ გაწირეს, ასევე, 60-ზე მეტი პატიმრისთვის - ბოდიშს მოვიხდი კი არა, ეს სიმართლე კიდევ უფრო ხმამაღალი იქნება, ჩვენი ხმა მისწვდება კოსმოსს

ნიკა კაცია: თუ ვინმეს ბოდიში აქვს მოსახდელი, აქვს რეჟიმს იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სასიკვდილოდ გაწირეს, ასევე, 60-ზე მეტი პატიმრისთვის - ბოდიშს მოვიხდი კი არა, ეს სიმართლე კიდევ უფრო ხმამაღალი იქნება, ჩვენი ხმა მისწვდება კოსმოსს

05/08/2025 05:38:00 პოლიტიკა, სამართალი, საზოგადოება

როცა ვსაუბრობთ ღირსეულ ქალზე, აუცილებლად უნდა ვახსენო ნინო დათაშვილი, რომელსაც სისტემა ძალიან უსამართლოდ ექცევა - თუ ვინმეს ბოდიში აქვს მოსახდელი, აქვს რეჟიმს იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სასიკვდილოდ გაწირეს,- ამის შესახებ პროევროპული აქციების მონაწილემ, ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა ჟურნალისტმა ნიკა კაციამ სასამართლო დარბაზში, ჩვენების მიცემამდე განაცხადა.

ამასთან, მან სოლიდარობა გამოუცხადა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელსაც. როგორც მან აღნიშნა, მზია ამაღლობელი თავისი საქციელით სამაგალითოა.

„პირველ რიგში, ჩემს კოლეგა მზია ამაღლობელს უნდა გამოვუცხადო ძალიან დიდი სოლიდარობა. მზია ამაღლობელი თავისი საქციელით სამაგალითოა. როცა ვსაუბრობთ ღირსეულ ქალზე, აუცილებლად უნდა ვახსენო ნინო დათაშვილი, რომელსაც სისტემა ძალიან უსამართლოდ ექცევა.

თუ ვინმეს ბოდიში აქვს მოსახდელი, აქვს რეჟიმს იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სასიკვდილოდ გაწირეს. ასევე, ბოდიში აქვს მოსახდელი რეჟიმს თითოეული - 60-ზე მეტი პატიმრისთვის. ქვეყნის გაუბედურებისთვის, ბევრი ადამიანის შეურაცხყოფისთვის.

მოდის ძალიან ბევრი ხმა, რომ რაღაცებს გვთხოვენ. ერთხელ და სამუდამოდ - ბოდიშს მოვიხდი კი არა, ეს სიმართლე კიდევ უფრო ხმამაღალი იქნება, ჩვენი ხმა მისწვდება კოსმოსს“, - აღნიშნა კაციამ.

ცნობისთვის, ნიკა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

მისმა ადვოკატმა ნინო ლომინაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებით დადასტურდა, რომ კაციას ნარკოტიკული საშუალებები „ჩაუდეს“.

ნიკა კაციას დაკავების შესახებ 2024 წლის 8 დეკემბერს გახდა ცნობილი. ადვოკატ ნინო ლომინაძის თქმით, კაციას სამართალდამცავები სახლთან დახვდნენ, მანქანაში გადაისვეს და სხვა ტერიტორიაზე წაიყვანეს. ის ქუჩაში გაჩხრიკეს. როგორც მან უთხრა ადვოკატს, პოლიციელებმა ვიდეოც გადაუღეს, თუმცა ჩხრეკის შედეგად არაფერი ამოუღიათ.

ამ დაკავებას კაციაც და მისი მეგობრებიც პროევროპულ აქციებში მონაწილეობას უკავშირებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S