Accentnews.ge
დონალდ ტრამპი: ვლადიმერ პუტინი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე დათანხმდება, ვფიქრობ, ტვირთის დიდ ნაწილს ევროპული ქვეყნები აიღებენ, ჩვენ მათ დავეხმარებით

დონალდ ტრამპი: ვლადიმერ პუტინი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე დათანხმდება, ვფიქრობ, ტვირთის დიდ ნაწილს ევროპული ქვეყნები აიღებენ, ჩვენ მათ დავეხმარებით

18/08/2025 23:35:00 მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე დათანხმდება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ვფიქრობ, ტვირთის დიდ ნაწილს საკუთარ თავზე ევროპული ქვეყნები აიღებენ. ჩვენ მათ დავეხმარებით, რომ ეს უსაფრთხო იყოს. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ შეთანხმებას მივაღწევთ, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ მომავალ აგრესიას შეაჩერებს და ვფიქრობ, აგრესია არ იქნება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე „ტერიტორიების შესაძლო გაცვლის საკითხს განიხილავს“.

ასევე, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან ერთად სამმხრივი შეხვედრის გამართვა მალე სურს.

„ვფიქრობ, დღეს შეთანხმებას ყველაფრის შესახებ მივაღწევთ, მათ შორის, უსაფრთხოების შესახებაც“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S