Accentnews.ge
ნიდერლანდის საელჩო „ქართული ოცნების“ ნაბიჯების გამო დროებით წყვეტს MATRA-ს პროგრამას

ნიდერლანდის საელჩო „ქართული ოცნების“ ნაბიჯების გამო დროებით წყვეტს MATRA-ს პროგრამას

18/08/2025 23:38:00 პოლიტიკა

საქართველოში ნიდერლანდის საელჩო აცხადებს, რომ “მოქმედი ხელისუფლების გადადგმული ნაბიჯების გამო, რამაც ქვეყანაში გააუარესა მდგომარეობა, დროებით წყვეტს MATRA-ს პროგრამას”. განცხადება ამის შესახებ საელჩოს ფეისბუკგვერდზეა გამოქვეყნებული.

„ვიმედოვნებთ, მომავალში ქვეყანაში მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, კვლავ შევძლებთ ქართველი მონაწილეების მიღებას“, - წერია განცხადებაში.

ნიდერლანდმა MATRA-ს პროგრამა 1993 წელს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიზაციის მხარდასაჭერად შექმნა. პროგრამის თავდაპირველი მიზანი იყო პოსტკომუნისტური ქვეყნების სოციალურ ტრანსფორმაცია, მოგვიანებით კი ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ხელშემწყობი ფუნქცია შეითავსა. პროგრამა ორიენტირებულია ქვეყნებში კანონის უზენაესიბისა და დემოკრატიული სფეროების მხარდაჭერაზე.

საელჩოს ცნობით, წლების განმავლობაში, რაც MATRA-ს პროგრამა საქართველოში ხორციელდება, 200-მდე ქართველმა ოფიციალურმა პირმა და საჯარო მოხელემ „მიიღო მონაწილეობა სასწავლო პროცესში, რამაც საქართველოს საჯარო ინსტიტუციის გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა“

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S