Accentnews.ge
პრეზიდენტი ზურაბიშვილი იტალიის მთავრობას საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნვისთვის მადლობას უხდის

პრეზიდენტი ზურაბიშვილი იტალიის მთავრობას საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნვისთვის მადლობას უხდის

10/03/2020 08:01:07 საგარეო პოლიტიკა, საზოგადოება

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იტალიის მთავრობას თანადგომას უცხადებს და საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნვისთვის მადლობას უხდის.

„იტალიელი ხალხისთვის ახლა რთული პერიოდია. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა ახალი ტიპის კორონავირუსი შეაჩეროს. საქართველო იტალიის გვერდით დგას და მადლობას გიხდით ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვისთვის“,- წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში „COVID-19“–ს 463 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულია 9172, მათ შორის ერთ–ერთი საქართველოს მოქალაქეცაა, რომელიც მკურნალობის კურსს იტალიაში გადის.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ბოლო მანაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში „COVID-19“–ს 17 ადამიანი ემსხვერპლა და 19 დაინფიცირდა. საერთო ჯამში სახელმწიფოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 3,136–ს მიაღწია, ინფიცირებულია 80,754 ადამიანი.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 4000–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 113 000–ს გადააჭარბა. 64 000–მდე ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული. ქვეყანაში ახალი კორონავისრუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა ქვეყანაში 28 თებერვალს დადასტურდა. ვირუსი იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეს დაუდგინდა. კორონავირუსის მესამე შემთხვევა, 29 თებერვალს დაფიქსირდა, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინა, რომელიც ირანში იმყოფებოდა. ვირუსის მეოთხე შემთხვევა 5 მარტს დილით დადასტურადა, ის იტალიიდან ჩამოსულ 44 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც ქვეყანაში 1 მარტს ჩამოვიდა, შემდეგ განუვითარდა ტემპერატურა და თავად მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს. 5 მარტს დღის ბოლოს კორონავირუსი მასთან კონტაქტში მყოფ 5 პირს დაუდგინდა. ბოლო 6 ინფიცირებული ორი ოჯახის წევრები არიან, რომლებიც იტალიაში ერთად იმყოფებოდნენ. 7 მარტს „COVID-19“კიდევ ოთხ ადამიანს დაუდასტურდა, ოთხივე მათგანს მეოთხე პაციენტთან ჰქონდა კონტაქტი. მე–14 ინფიცირებულს მე–4 ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი. მე–15 დაავადებული კი საქართველოში ესპანეთიდან ჩამოვიდა.

15 ინფიცირებული პაციენტიდან 14 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, 1 კი – საჩხერის კლინიკაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S