Accentnews.ge
ვასილ კაძელაშვილი: 90-იანი წლებიდან ჩვენ ბევრჯერ დავიჩაგრეთ, მაგრამ ეს ახალგაზრდები ამას არ იმსახურებენ, ეს ადამიანები სიცოცხლით უნდა ტკბებოდნენ

ვასილ კაძელაშვილი: 90-იანი წლებიდან ჩვენ ბევრჯერ დავიჩაგრეთ, მაგრამ ეს ახალგაზრდები ამას არ იმსახურებენ, ეს ადამიანები სიცოცხლით უნდა ტკბებოდნენ

27/08/2025 18:36:00 პოლიტიკა

დღეს, 27 აგვისტოს დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს „ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის“ ბრალდებით დაკავებულებმა. 

განაჩენის გამოცხადების თარიღად 2 სექტემბერი ჩაინიშნა.

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულმა ვასილ კაძელაშვილმა საბოლოო სიტყვა თქვა. მან მადლობა გადაუხადა დარბაზში მყოფ მოქალაქეებს, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს და ადვოკატებს.  „იმ თავისუფლებას გაუმარჯოს, რისთვისაც თქვენ იბრძვით“, – მიმართა ადვოკატებს კაძელაშვილმა.

„მშობლები ადრეულ ასაკში დავკარგე, მაგრამ მე ჩემით გავაგრძელე ის ცხოვრება ბავშვობაში. 18 წელი წყალბურთი ვითამაშე საქართველოს ნაკრებში, ბევრი წარმატება მაქვს ჩემი ქვეყნისთვის მოტანილი. ვისაც როგორ შეგვეძლო, ისე ვომობდით 90-იანებში, ზოგს იარაღი ჰქონდა აღებული, ზოგი სხვა მხრიდან… სპორტით …რომ ქვეყანა წინ წაგვეწია. 

…ისეთ ბრალდებას მიყენებენ, რომ მე თითქოსდა ვაორგანიზებდი ამ ანგელოზივით თაობას, მაგარ ახალგაზრებს, ამათ დასაორგანიზებული არაფერი არ აქვთ. მე იმ ხალხს მივმართავ, ვისაც „აიფონი“ მარტო სურათის გადასაღებად უნდათ… ესენი ცხოვრობენ შიგნით, ინფორმაციას იღებენ, სწავლობენ, ამათ ვერავინ ვერ დაეწევათ იმიტომ, რომ იმ პირველ ინფორმაციას ტელევიზორში კი არ უსმენენ და პროპაგანდისტულ არხებზე, ოფიციალური გვერდიდან კითხულობენ, ამათ ვერ მოატყუებენ.

…კადრები როდესაც გავიდა „იმედზე“, ბევრმა მეგობარმა დამირეკა… ბევრი ქვეყანა მაქვს მოვლილი, შემეძლო, რომ კადრების გასვლის მომენტიდანვე ავმდგარიყავი და წავსულიყავი [ქვეყნიდან], მაგრამ სიმართლესა და ტყუილს შორის სიმართლე ვამჯობინე, რომ ტყუილი დამემარცხებინა და ამიტომ დავრჩი და არ წავედი. 

მეორე დილას მირეკავს ერთ-ერთი ჩემი მეზობელი, რომელთანაც არ მაქვს ახლო ურთიერთობა, და მეუბნება, შეხვედრა მინდაო. მივედი და შესასვლელში ტელეფონს მატოვებინებს. …და მეუბნება მე რა დამემართებოდა, თუ ტელევიზიით არ გამოვიდოდი და მათ დაწერილს არ ვიტყოდი. …მე სიმართლის მხარეს ვარ და ამ ყველაფერში ჩემი ოჯახი დამეხმარა, დიდ მადლობას გადავუხდი ჩემს მეუღლეს, ჩემს შვილებს, ერთ-ერთი ჩემი შვილი დღესაც ვერ მოდის სამსახურიდან და ძალიან, ძალიან მაგრად მენატრება.

ეს ციხე არ არის, ეს წამებაა, ეს არის წამება, ბატონო მოსამართლე… შეიძლება ექიმი ერთი თვე არ იყოს სამსახურში? …36 კვადტრაში 6 კაცი რომ არის, ტარაკნები რომ არიან, საშინელი მდგომარეობაა და 40 გრადუსი სიცხეა, ეს წამება არის.    

მე არ ვისაუბრებ, რა გავიარე ციხემდე, როგორი ზეწოლა იყო… 90-იანი წლებიდან ჩვენ ბევრჯერ დავიჩაგრეთ, მაგრამ ეს ახალგაზრდები ამას არ იმსახურებენ, ეს ადამიანები სიცოცხლით უნდა ტკბებოდნენ“, – თქვა კაძელაშვილმა.

8 პირის საქმეზე ბრალდებულები არიან: ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი, ზვიად ცეცხლაძე, რომელთაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან; ასევე – ირაკლი მიმინოშვილი, თორნიკე გოშაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, გიორგი გორგაძე, ინსაფ ალიევი – მათ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S