Accentnews.ge
50-ზე მეტი სამოქალაქო ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს კოლეგებს, რომელთა ანგარიშებიც დააყადაღეს

50-ზე მეტი სამოქალაქო ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს კოლეგებს, რომელთა ანგარიშებიც დააყადაღეს

28/08/2025 17:28:00 პოლიტიკა

50-ზე მეტი ორგანიზაცია მხარდაჭერას უცხადებს იმ 7 ორგანიზაციას, რომელთა საბანკო ანგარიშებიც სასამართლომ, პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, სისხლის სამართლის წესით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააყადაღა.

განცხადების თანახმად, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ რუსეთის ხელისუფლების მსგავსი სადამსჯელო ნაბიჯების გადადგმა ადასტურებს, რომ ივანიშვილის მთავრობის ინტერესი საქართველოში განსხვავებული აზრისა და პროევროპული ჯგუფების სრულად განადგურებაა.

„ყოველივე ეს ხდება მაშინ, როდესაც ივანიშვილის მთავრობას მიცემული აქვს კონკრეტული ვადა, აცნობონ ევროკავშირს, უნდათ თუ არა უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება ქართველი ხალხისთვის.ივანიშვილის მთავრობა, მსგავსი ქმედებებით, კიდევ ერთხელ უდასტურებს ევროკავშირს, რომ მათი ინტერესებში არ შედის საქართველოს შეუნარჩუნდეს უვიზო მიმოსვლა.ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის ინტერესების და უფლებების დაცვას ახორციელებენ, საქმიანობის უკანონოდ გამოცხადება მიუთითებს იმაზე, რომ “ოცნების” მთავრობის ერთ-ერთი მიზანი საქართველოს მოქალაქეების სახელმწიფოს სადამსჯელო ქმედებების წინააღმდეგ დახმარების გარეშე დატოვებაა. არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერებით ათასობით ადამიანი რჩება უფასო იურიდიული დახმარებისა და სხვა სერვისების გარეშე.არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები ვდგავართ ჩვენი კოლეგების გვერდით, ვიზიარებთ რა ჩვენს საერთო სწრაფვას თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული საქართველოსთვის”. – ნათქვამია განცხადებაში.

მას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:

  1. პრევენცია პროგრესისთვის (PFP)/Prevention for Progress (PFP)
  2. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის (CMF)
  3. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
  4. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
  5. საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი
  6. სამოქალაქო იდეა
  7. მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  8. ევროპის ფონდი
  9. საქართველოს ევროპული ორბიტა
  10. საქართველოს მომავლის აკადემია
  11. უფლებები საქართველო
  12. მედიაომბუდსმენი
  13. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  14. თბილისი პრაიდი
  15. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  16. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  17. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (სოვლაბი)
  18. ყვარლის ევროკლუბი/EuroClub Kvareli
  19. სტუდია მონიტორი
  20. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი(TDI)
  21. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
  22. ონლაინ გამოცემა „პუბლიკა”
  23. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  24. ბათუმელები/ნეტგაზეთი
  25. მედია სახლი-სამხრეთის კარიბჭე
  26. ინდიგო
  27. “აი,ფაქტი”
  28. გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია ეკო
  29. მედია აპრილი
  30. საქართველოს სასამართლოს გუშაგი
  31. რადიო “მარნეული”
  32. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
  33. შშმ ქალთა ალიანსი
  34. რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  35. მხარდაჭერის და შესაძლებლობის განვითარების ცენტრი
  36. შშმ პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაცია “ჰანგი”
  37. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  38. აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპატრიული დემოკრატიისთვის (EECMD)
  39. მედიაკლუბი
  40. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  41. ღია სივრცე კავკასია
  42. ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის
  43. ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
  44. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)
  45. მწვანე ალტერნატივა
  46. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
  47. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  48. დემოკრატ მესხთა კავშირი
  49. ტოლერანტი
  50. ახალციხის ახალგაზრული ცენტრი
  51. მედია ცენტრი კახეთი
  52. სათემო განვითარების ცენტრი



ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ (ა)იპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" , ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის", ა(ა)იპ „დემოკრატიის მცველების" , ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" , ა(ა)იპ „საფარის" , ა(ა)იპ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის" საბანკო ანგარიშებზე ყადაღების დადების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. შესაბამის განცხადებას თავად საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S