უზენესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა თადუმაძის და ნინო ქადაგიძის კანდიდატურები დაასახელეს
10/03/2020 12:10:11 პოლიტიკა
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გამართული კონსულტაციების ფარგლებში, უზენესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა თადუმაძის და ნინო ქადაგიძის კანდიდატურები დაასახელა, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს კონსულტაციების დასრულების შემდეგ განუცხადა.
"საბჭოთა კომპარტიის სხდომებთან უფრო ახლოს იყო ეს კონსულტაცია, ვიდრე ცოცხალ ფორმალურობასთან: ქებათა ქება იყო შალვა თადუმაძის და ნინო ქადაგაძის", - აღნიშნა დოლიძემ.
მისი თქმით, შალვა თადუმაძის კანდიდატურა დაასახელა მოსამართლე მერაბ გაბინაშვილმა, ხოლო ნინო ქადაგიძის კანდიდატურა დაასახელა მოსამართლე ალექსანდრე წულაძემ.
"ეს პროცესი და ამ ხალხის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დანიშნვა იქნება „საკონტროლო ტყვია“, რომელსაც ეს ხელისუფლება სასამართლოს დაასვამს“,– დასძინა დოლიძემ.


