
ნიკოლ ფაშინიანი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი „კონსტრუქციული მიდგომების შენარჩუნებაზე“ შეთანხმდნენ
01/09/2025 09:35:26 კავკასია
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჩინეთში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ შეინარჩუნონ კონსტრუქციული მიდგომები ქვეყნებს შორის ნდობის ატმოსფეროს შესაქმნელად, - ინფორმაციას მედია საშუალებები სომხეთის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ.
„ფაშინიანმა და ერდოღანმა ხაზი გაუსვეს კონსტრუქციული მიდგომების შენარჩუნების აუცილებლობას ურთიერთნდობის ატმოსფეროს შესაქმნელად და რეგიონული კომუნიკაციების განვითარების მიზნით“, - აღნიშნულია პრესსამსახურის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, მხარეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.