Accentnews.ge
ჩუგოშვილს რამდენიმე გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეზე სიახლეების მოლოდინი აქვს

ჩუგოშვილს რამდენიმე გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეზე სიახლეების მოლოდინი აქვს

10/03/2020 12:56:16 პოლიტიკა

დამოუკიდებელ დეპუტატ თამარ ჩუგოშვილს რამდენიმე გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეზე სიახლეების მოლოდინი აქვს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „შემთხვევითი არ არის, რომ ელჩების თანდასწრებით ორ დოკუმენტს მოეწერა ხელი“.

„ მეორე დოკუმენტში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის მოლოდინი რომ არ ყოფილიყო, ასეთი დოკუმენტი საერთოდ არ იარსებებდა – რაღაცის გამო გახდა საჭირო ასეთ ზოგად ტექსტზე ხელის მოწერა. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში, მართლმსაჯულების ორგანოების, პროკურატურის, სასამართლოს და შესაბამისი ინსტიტუციების მხრიდან კონკრეტულ საქმეებზე გარკვეულ ნაბიჯებს უნდა ველოდოთ, რაც ამ სულისკვეთებით არის განხორციელებული. ამაზე პოლიტიკოსები, გასაგები მიზეზების გამო, ბევრს ვერ ისაუბრებენ, განსაკუთრებით, უმრავლესობა, მაგრამ მოლოდინი მაქვს, რომ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც განსაკუთრებით ხმაურიანი იყო და რომელმაც ნეგატიურ კონტექსტში განსაკუთრებით დიდი ყურადღება მიიპყრო, გარკვეულ სიახლეებს უნდა ველოდოთ. ამიტომ მაქვს მოლოდინი, რომ შეთანხმების ორივე ნაწილი დაცული იქნება“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S