Accentnews.ge
სალომე ზურაბიშვილი - ანტონ ჩეჩინის მიმართ გამოტანილ განაჩენზე: ეს არ არის სამართლიანობა - ეს არის პოლიტიკური ტერორის სასტიკი აქტი

სალომე ზურაბიშვილი - ანტონ ჩეჩინის მიმართ გამოტანილ განაჩენზე: ეს არ არის სამართლიანობა - ეს არის პოლიტიკური ტერორის სასტიკი აქტი

02/09/2025 08:40:50 პოლიტიკა, სამართალი

ტერორი საქართველოში: ანტონ ჩეჩინს 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა საქართველოს პროევროპული მოძრაობის მხარდაჭერისთვის, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი,სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი შეფასებით, ეს არის „პოლიტიკური ტერორის სასტიკი აქტი იმ რეჟიმის მიერ, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, ქვეყნის ევროპული მომავალი ჩაახშოს“.

„ეს არ არის სამართლიანობა - ეს არის პოლიტიკური ტერორის სასტიკი აქტი იმ რეჟიმის მხრიდან, რომელიც მოწოდებულია, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი ჩაახშოს“, - წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, ანტონ ჩეჩინს, რომელიც ნარკოდანაშაულშია ბრალდებული, 8 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს თავის საცხოვრებელ კორპუსთან - დაკავების დღეს მან თქვა, რომ სინამდვილეში დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო დააკავეს. საქმეში არ არის მისი ჩხრეკის ამსახველი ვიდეომასალა - თავად ჩეჩინი ამბობს, რომ ნარკოტიკები პოლიციელებმა ჩაუდეს.

ჩეჩინი რუსეთის მოქალაქეა, საქართველოში ის რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩამოვიდა. ჰყავს ქართველი ცოლი, რომელთან ერთადაც მონაწილეობდა თბილისში მიმდინარე პროევროპულ აქციებში. ანტონ ჩეჩინი დაჯარიმებულია "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობის გამო.

2024 წლის დეკემბერში დაკავებული დემონსტრანტებიდან ნარკოდანაშაულის ბრალდება რამდენიმეს აქვს. მათგან ორი, გიორგი ახობაძე და თედო აბრამოვი, თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. განაჩენს ელოდება ნიკა კაცია, სასამართლომ თითქმის დაასრულა ასევე ანასტასია ზინოვკინას და არტემ ბრიგულის საქმის განხილვა და მოსამართლემ გადაწყვეტილება შესაძლოა 12 სექტემბერს გამოაცხადოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S