Accentnews.ge
სუს-ი: საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული თენგიზ კორაშვილი  თავისუფალია

სუს-ი: საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული თენგიზ კორაშვილი თავისუფალია

10/09/2025 17:45:00 კონფლიქტები

საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული თენგიზ კორაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გრძელდება მუშაობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.

„საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ, მიმდინარე წლის 19 მაისს უკანონოდ დაკავებული თენგიზ კორაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S