Accentnews.ge
ნატო-ში აშშ-ის ელჩი: ნატო-ს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს დავიცავთ

ნატო-ში აშშ-ის ელჩი: ნატო-ს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს დავიცავთ

10/09/2025 17:25:00 მსოფლიო

აშშ ნატო-ს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს დაიცავს. ამის შესახებ განცხადებას ნატო-ში აშშ-ის ელჩი, მეთიუ უიტეკერი X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

“მხარში ვუდგავართ ჩვენს ნატო-ს მოკავშირეებს ამ საჰაერო სივრცის დარღვევების ფონზე და ნატოს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს დავიცავთ”, - წერს უიტეკერი.

ის ასევე, ევროპაში სამოკავშირეო ძალების უმაღლესი შტაბის სპიკერის, მარტინ ო’დონელის განცხადებას ავრცელებს.

“ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ნატო-ს თვითმფრინავებს საქმე ჰქონდათ პოტენციალურ საფრთხეებთან მოკავშირეების საჰაერო სივრცეში.

ნატო, ევროპაში სამოკავშირეო ძალების უმაღლესი შტაბი, სამოკავშირეო სარდლობის ყველა ოპერაცია მზად არის, ნატოს ტერიტორიის ყოველი კილომეტრი დაიცვას, მათ შორის ჩვენი საჰაერო სივრცე,” - განაცხადა ო’დონელმა.

ცნობისთვის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 10 სექტემბერს, ღამით რუსული დრონები პირველად ჩამოაგდეს ნატო-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა თქვა, რომ, პირველადი მონაცემებით, რუსეთის დრონების შეჭრა პოლონეთის საჰაერო სივრცეში განზრახ მოხდა. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა  განაცხადა, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცეში, სულ მცირე, რვა რუსული დრონი შეიჭრა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S