Accentnews.ge
სენატორები რიში და შაჰინი საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებას მიესალმებიან და "პოლიტიკური მოტივით დაკავებულების გათავისუფლებას" მოელიან

სენატორები რიში და შაჰინი საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებას მიესალმებიან და "პოლიტიკური მოტივით დაკავებულების გათავისუფლებას" მოელიან

10/03/2020 18:27:07 საგარეო პოლიტიკა

ამერიკელი სენატორები რიში და შაჰინი საარჩევნო სისტემის თაობაზე შეთანხმებას მიესალმებიან და "პოლიტიკური მოტივით დაკავებულების მყისიერად გათავისუფლებას" მოელიან

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში და ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის წევრი ჯინ შაჰინი საარჩევნო სისტემის თაობაზე საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმებიან და "პოლიტიკური მოტივით დაკავებულების მყისიერად გათავისუფლებას" მოელიან

„მოხარული ვარ, რომ შეთანხმებას მიაღწიეს. ველოდები მის სრულად განხორციელებას მომდევნო რამდენიმე კვირისა და თვის განმავლობაში. მიმდინარე წლის დასაწყისში მე და ჩემმა კოლეგამ სენატორმა შაჰინმა პრემიერ-მინისტრ გახარიას წერილი მივწერეთ, რომელშიც საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო წუხილს გამოვთქვამდით და ვურჩევდით პრემიერს დემოკრატიული უკუსვლისთვის წერტილი დაესვა. მოხარული ვარ, რომ ეს ხელშეკრულება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოში დემოკრატიისა და კარგი მმართველობის აღდგენისაკენ. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა 2020 წელს არჩევნებისთვის ემზადება, მნიშვნელოვანია ეს ცვლილებების სწრაფად იქნას დამტკიცებული და მას ყველა მხარემ პატივი უნდა სცეს. შეერთებული შტატები ელოდება, რომ არჩევნები სრულად თავისუფალი და სამართლიანი იქნება. ამასთან, მივესალმები კვირას საერთო განცხადებაში ჩაწერილ დაპირებას, რომელიც მიემართება ქმედებებს, რომლებიც შეიძლება აღქმული იყოს, როგორც საქართველოს სასამართლო სისტემისა და საარჩევნო პროცესის არასათანადო პოლიტიზირებად და ველი, რომ პოლიტიკური მოტივით დაკავებულები მყისიერად გათავისუფლდებიან“, – ნათქვამია ჯიმ რიშის განცხადებაში.

სენატორი შაჰინი საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას „დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანეს“ ნაბიჯად აფასებს და იმედს გამოთქვას, რომ ქვეყანა „დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერების“ ერთგული იქნება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S