
ბათუმში დააკავეს ისრაელის მოქალაქე, რომელსაც „ტინდერის თაღლითს“ უწოდებენ
15/09/2025 13:03:00 სამართალი
ბათუმის აეროპორტში დააკავეს ისრაელის მოქალაქე სიმონ ლევიევი – ინფორმაციას შს სამინისტროში ადასტურებენ.
ისრაელის მედია წერს, რომ 35 წლის სიმონ ლევიევი, რომელსაც „ტინდერის თაღლითს“ უწოდებენ, 14 სექტემბერს, დილით დააკავეს ბათუმის აეროპორტში. ტინდერი ონლაინ გაცნობის აპლიკაციაა, რომელსაც მილიონობით ადამიანი იყენებს მსოფლიოში.
გამოცემა „იერუსალიმი პოსტი“ წერს, რომ მისი დაკავების საფუძველი უცნობია, თუმცა საქართველოს შს სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული პირი ინტერპოლის მიერ იძებნებოდა.
„ლევიევი ისრაელელი თაღლითია, რომელიც, Netflix-ის დოკუმენტური ფილმის თანახმად, წლების განმავლობაში ბრილიანტის საბადოების მეპატრონის მემკვიდრედ წარმოაჩენდა თავს და ქალებს Tinder-ის გაცნობის აპლიკაციაში ატყუებდა“ – წერს „იერუსალიმი პოსტი“.