Accentnews.ge
მარკო რუბიო იერუსალიმში ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა

მარკო რუბიო იერუსალიმში ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა

15/09/2025 14:10:00 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო იერუსალიმში ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.

მარკო რუბიო ისრაელში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ისრაელისგან ელოდება პასუხს, თუ როგორ ხედავს ღაზის სექტორში არსებული მდგომარეობიდან გამოსავალს დოჰაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ.

თავის მხრივ, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სახელმწიფო მდივნის ვიზიტი „ისრაელ-ამერიკული ალიანსის სიმტკიცის დასტურად“ შეაფასა.

ცნობისთვის, ისრაელმა კატარში „ჰამასის“ ხელმძღვანელობაზე იერიში მიიტანა. სამიზნე დოჰაში მდებარე „ჰამასის“ ხელმძღვანელობის შტაბ-ბინა იყო. „ჰამასში“ განაცხადეს, რომ თავდასხმის დროს ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის დაჯგუფების ხუთი წევრი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S