Accentnews.ge
The Guardian: NATO-ს ოპერაცია Eastern Sentry-ის ფარგლებში პოლონეთის თავზე საჰაერო მისიებს ბრიტანული გამანადგურებლები შეასრულებენ

The Guardian: NATO-ს ოპერაცია Eastern Sentry-ის ფარგლებში პოლონეთის თავზე საჰაერო მისიებს ბრიტანული გამანადგურებლები შეასრულებენ

15/09/2025 22:48:00 მსოფლიო

ნატო-ს ოპერაცია Eastern Sentry-ის ფარგლებში პოლონეთის თავზე საჰაერო მისიებს ბრიტანული გამანადგურებლები განახორციელებენ, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, ნატო-ს ოპერაცია Eastern Sentry-ის (აღმოსავლეთის მცველი) ფარგლებში პოლონეთის თავზე ბრიტანული Typhoon-ის ტიპის გამანადგურებლები იფრენენ.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, „გამანადგურებლები მხოლოდ ძალის დემონსტრირებისთვის არ არიან და ისინი შეკავებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“.

„რუსეთის წინდაუხედავი ქცევა ევროპის უსაფრთხოებას პირდაპირ საფრთხეს უქმნის და საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს, სწორედ ამიტომ, დიდი ბრიტანეთი აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად ნატო-ს ძალისხმევას მხარს დაუჭერს“, - განაცხადა კირ სტარმერმა.

გამოცემის ინფორმაციით, ჯერ კიდევ ივლისში, პოლონეთში Typhoon-ის ტიპის 6 გამანადგურებელი იყო განლაგებული.

შეგახსენებთ, 10 სექტემბრის ღამეს, პოლონეთის საჰაერო სივრცე სულ მცირე 19 რუსულმა დრონმა დაარღვია, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ბელარუსიდან შეფრინდა. დრონების მოგერიებაში, პოლონური თვითმფრინავების გარდა, ნატო-ს სხვა ქვეყნების გამანადგურებლებიც ჩაერთნენ. დრონის ნამსხვრევებმა ბელარუსისა და უკრაინის საზღვართან ახლოს საცხოვრებელი შენობა დააზიანა. მომხდარის შედეგად არავინ დაღუპულა, ან დაშავებულა.

მომხდარის შემდეგ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების მიზნით ოპერაცია Eastern Sentry-ის (აღმოსავლეთის მცველი) დაწყების შესახებ გამოაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S