Accentnews.ge
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის 100-წლიანი პარტნიორობის ხელშეკრულების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის 100-წლიანი პარტნიორობის ხელშეკრულების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

18/09/2025 17:31:00 მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის 100-წლიანი პარტნიორობის ხელშეკრულების შესახებ კანონს ხელი მოაწერა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა ხელი მოვაწერო კანონს, რომელიც გაერთიანებულ სამეფოსა და უკრაინას შორის 100-წლიანი პარტნიორობის ხელშეკრულების რატიფიცირებას ახდენს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის გაფორმებული 100-წლიანი პარტნიორობის ხელშეკრულება უსაფრთხოების, თავდაცვის, ეკონომიკის, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და კულტურის სფეროებში კავშირების გაძლიერებას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, უკრაინის უმაღლესმა რადამ ხელშეკრულების რატიფიცირებას გუშინ, 17 სექტემბერს დაუჭირა მხარი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S