Accentnews.ge
ბრუკლინის „რესპუბლიკური პარტიის“ ვიცე-თავმჯდომარედ წარმოშობით ქართველი, ქეთევან გოლდი დაინიშნა - ის ახალგაზრდულ ფრთას უხელმძღვანელებს

ბრუკლინის „რესპუბლიკური პარტიის“ ვიცე-თავმჯდომარედ წარმოშობით ქართველი, ქეთევან გოლდი დაინიშნა - ის ახალგაზრდულ ფრთას უხელმძღვანელებს

30/09/2025 06:46:00 პოლიტიკა

ქართულ-ამერიკული ბიზნეს ასოციაცია GABA-ს (Georgian-American Business Association) პრეზიენტი, წარმოშობით ქართველი, ქეთევან გოლდი ბრუკლინის „რესპუბლიკური პარტიის“ ვიცე-თავმჯდომარედ დაინიშნა და ხელმძღვანელობას გაუწევს ახალგაზრდული ფრთის მიმართულებას.

შესაბამისი გადაწყვეტილება 25 სექტემბერს, ნიუ-იორკში გამართულ „რესპუბლიკური პარტიის“ ყრილობაზე იქნა მიღებული.

როგორც „აქცენტს“ ქეთევან გოლდმა განუცხადა, „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ გამოცხადებული ნდობა მისთვის ძალიან ღირებული და საპასუხისმგებლოა.

მისივე თქმით, მისი მიზანია ახალგაზრდების ინფორმირება პარტიული ღირებულებების შესახებ, სამოქალაქო აქტივობის გაძლიერება და მათთვის პასუხისმგებლიანი მოქალაქის მაგალითის მიცემა.
„ეს დანიშვნა ჩემთვის მხოლოდ პროფესიული გამოწვევა არ არის. შეიძლება ითქვას, მისიაა, რომლის შესასრულებლადაც ძალას არ დავიშურებ. ჩემი მიზანია, ახალგაზრდებს გავაცნო „რესპუბლიკური პარტიის“ ღირებულებები. გავუზიარო მათ გამოცდილებები, შესაძლებლობები, მხარი დავუჭირო სამოქალაქო საკითხებში მათ ჩართულობას, რათა შეძლონ საზოგადოებრივ პროცესებში ჩართვა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ისინი არიან ჩვენი მომავალი და მათი ჩართულობა ქმნის ძლიერ, აქტიურ მოქალაქეთა საზოგადოებრივ საფუძველს. აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვით მინდა დავანახო მათ, რომ სწორედ მათი ხმა ქმნის რეალურ ძალას“ - განუცხადა „აქცენტს“ ქეთევან გოლდმა და იქვე დასძინა, რომ უკვე მუშაობს არაერთ პროექტზე, რომელიც ფორუმების, ტრენინგებისა და შეხვედრების ციკლს მოიცავს, ღონისძიებები დატვირთული იქნება, როგორც საგანმანათლებლო, სასწავლო პროგრამებით, ასევე პრაქტიკული გამოცდილებებით.

მისივე თქმით, ამ პოზიციაზე მისი დანიშვნა „ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან ხაზს უსვამს, რომ ქართველებს შეუძლიათ, არა მხოლოდ აქტიურად ჩაერთონ ამერიკის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, არამედ მათ აქვთ უნარი, მიიღონ ლიდერობის პასუხისმგებლობა, გახდნენ ინოვაციისა და პოზიტიური ცვლილებების მამოძრავებელი ძალა, იმ ღირებულებების დამცველნი, რომლებიც თავისუფლებასა და ძლიერ მომავალს ქმნიან“.




ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S