Accentnews.ge
პეტერ ფიშერი - ირაკლი კობახიძის განცხადებაზე: გერმანია ეწინააღმდეგება ნაცისტურ გერმანიასთან დაკავშირებული ტერმინებისა და შედარებების გამოყენებას, რომლებიც ისტორიულად, პოლიტიკურად და მორალურად არასწორია

პეტერ ფიშერი - ირაკლი კობახიძის განცხადებაზე: გერმანია ეწინააღმდეგება ნაცისტურ გერმანიასთან დაკავშირებული ტერმინებისა და შედარებების გამოყენებას, რომლებიც ისტორიულად, პოლიტიკურად და მორალურად არასწორია

08/10/2025 15:38:45 ევროპა, პოლიტიკა

გერმანია ეწინააღმდეგება ნაცისტურ გერმანიასთან დაკავშირებული ტერმინებისა და შედარებების გამოყენებას, რომლებიც ისტორიულად, პოლიტიკურად და მორალურად არასწორია. ასე ეხმაურება საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სადავო ლეგიტიმაციის მქონე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მიერ გავრცელებული განცხადება გაკრიტიკა და განაცხადა რომ „ევროპა პანაცეა არ არის! ევროპა იყო ბატონი გებელსიც, რომელიც 40-იან წლებში ევროპის ყველაზე ძლიერ სახელმწიფოში მოღვაწეობდა - არ შეიძლება 40-იანი წლებიდან 80 წლის თავზე, ევროპაში გებელსისეული პროპაგანდა დაბრუნდეს“.

“ვიმეორებ იმას, რაც აქამდე ვთქვი: გერმანია ეწინააღმდეგება ნაცისტურ გერმანიასთან დაკავშირებული ტერმინებისა და შედარებების გამოყენებას, რომლებიც ისტორიულად, პოლიტიკურად და მორალურად არასწორია, ვინაიდან მსხვერპლს აკნინებენ და ცრუ დასკვნებს აჩენენ”, - წერს ფიშერი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S