Accentnews.ge
მედია: ალექსანდრე ლუკაშენკომ ირაკლი კობახიძეს თვითმმართველობის არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა

მედია: ალექსანდრე ლუკაშენკომ ირაკლი კობახიძეს თვითმმართველობის არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა

09/10/2025 15:11:00 პოლიტიკა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს თვითმმართველობის არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა, - წერს ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“, რომელიც ლუკაშენკოს პრესსამსახურზს ეყრდნობა.

„ქართული ოცნების“ კანდიდატების დამაჯერებელი გამარჯვება მათი პასუხისმგებლობის, სანდოობისა და პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტებს ადასტურებს, ასევე ქვეყნის სუვერენული განვითარებისა და საზოგადოების კონსოლიდაციის მიზნით თქვენს მიერ არჩეული კურსის მიმართ საზოგადოების ფართო მხარდაჭერას აღნიშნავს“, - ნათქვამია მისალოც გზავნილში.

მედიის ცნობით, წერილში ლუკაშენკომ საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიმართ ბელარუსის ერთგულებას ხაზი გაუსვა.

„მიმაჩნია, რომ ხალხის წარმომადგენლები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ბელარუსსა და საქართველოს შორის რეგიონთაშორისი კავშირების გაფართოებაში და ახალი სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული პროექტების განხორციელებას ხელს შეუწყობენ“, - აღნიშნულია წერილში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S