Accentnews.ge
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ვაჟა გაფრინდაშვილისა და თამარ მეარაყიშვილის საქმეებიც მოხვდა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ვაჟა გაფრინდაშვილისა და თამარ მეარაყიშვილის საქმეებიც მოხვდა

11/03/2020 18:01:55 საგარეო პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპატამენტმა ყოველწლიური მოხსენება გამოაქვეყნა, რომელშიც მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობაა შეფასებული. დოკუმენტის მოცულობითი ნაწილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას, მათ შორის გამყოფ ხაზებთან ადამიანთა უკანონო დაკავებებს ეხება.

ამ კონტექსტში მოხსენებაში, მათ შორის, ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეც მოხვდა.

«აგვისტოში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ გამიზნულად, ადმინისტრაციული საზღვრის “უკანონოდ” კვეთის მოტივით დააკავა საქართველოს 8 მოქალაქე. 9 ნოემბერს იმავე ბრალდებით დაკავებულ იქნა ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელსაც ჯერ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო 20 დეკემბერს – უკვე 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა. სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შემდეგ გაფრინდაშვილი ”შეიწყალეს” და 28 დეკემბერს გაათავისუფლეს. 7 დეკემბერს დე ფაქტო ხელისუფლებამ საოკუპაციო ხაზთან დააკავა 4 მოქალაქე; სამი მათგანი ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს, ხოლო ერთი – არასრულწლოვანი იმავე დღეს გაათავისუფლეს. დანარჩენები მხოლოდ ჯარიმის გადახდიდან რამდენიმე დღის შემდეგ გამოუშვეს», - ნახსენებია მოხსენებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის მიერ ოკუპირებუო ტერიტორიებზე ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციაზე მიუთითებს. ამ კონტექსტში ანგარიშში ახალგორელ სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილის საქმეზეც არის საუბარი.

«საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილის შემთხვევაზე მიუთითებს, რომლის მტკიცებით, დე ფაქტო ხელისუფლება მას ქართული ეროვნების გამო დევნის. 10 ივლისს დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორში მეარაყიშვილს ყველა ბრალდება და შეზღუდვა მოუხსნა, მათ შორის – სამხრეთ ოსეთიდან გასვლის. პროკურორმა ეს გადაწყვეტილება სექტემბერში გაასაჩივრა, თუმცა 17 ოქტომბერს სასამართლომ ყველა ბრალდება უარყო. ამის შემდეგ პროკურორმა კვლავ გაასაჩივრა განაჩენი” – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ისიც არის აღნიშნული, რომ ცხინვალის რეჟიმი ეთნიკური ქართველებისგან განათლების რუსულ ენაზე მიღებას მოითხოვს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S