Accentnews.ge
სამეფო კლუბის ახალი გეგმები მონარქიის აღსადგენად

სამეფო კლუბის ახალი გეგმები მონარქიის აღსადგენად

04/06/2019 06:02:39 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება

სამეფო კლუბი, რომელშიც მონარქიის აღდგენის მსურველები არიან გაწევრიანებულები 7 წლის უფლისწულის, გიორგი ბაგრატიონის გამეფებას გეგმავენ. 

მათ დღეს პრეზენტაცია გამართეს და განმარტეს, რომ არასრულწლოვან უფლისწულს რეგენტთა საბჭო გაუწევს კონსულტაციას. გიორგი ანა-ბაგრატიონ გრუზინსკისა და დავით-ბაგრატიონ მუხრანელის შვილია. 

სამეფო კლუბის წევრების თქმით, მეფე მაგალითი უნდა იყოს, დავით-ბაგრატიონ მუხრანელმა კი მეფობის შანსი დაკარგა. 

როგორც "სამეფო კლუბის" წევრმა დავით კლდიაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა, მეფე იქნება "ისტორის წარმომადგენელი" და არ იქნება დაპირისპირებული რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან. 

"სამეფო კლუბის" კიდევ ერთი წევრი ირაკლი დათუკიშვილი კი ამბობს, რომ მეფე უნდა იყოს მართლმადიდებელი, უნდა ჰქონდეს წაკითხული "ვეფხისტყაოსანი" და მაგალითს აძლევდეს ხალხს.

"როგორც ერეკლე მეფეს, მაგალითად, ექიმმა რჩევა მისცა, რომ ქათმის ბულიონი მიეღო და რას ამბობო, ქათმის ბულიონი რომ მარხვაში შევჭამოო, ხალხისთვის რა მაგალითი იქნებაო. აი, ასეთი მაგალითებით", — ამბობს დათუკიშვილი. 

ცნობისთვის: ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ ყოფილი ქმარი ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშულა. გარდა ამისა, მან დავით-ბაგრატიონ მუხრანსკის სასამართლოში უჩივლა ქონების გაყოფის მოთხოვნით. იგი ასევე, ითხოვდა დნმ-ის ანალიზს იმის დასამტკიცებლად, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანსკმა გვარი მიითვისა და ის სამეფო კარის წარმომადგენელი არ არის. ამ საქმის წარმოება სასამართლომ შეწყვიტა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S