
ბიძინა ივანიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებს შეხვდა
12/03/2020 09:47:31 საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საკითხებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელს ტიტუს კორლატეანს და ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს შეხვდა.
„ქართული ოცნების“ პრეს-სამსახურის ინფორმაციით, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს.