25-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ ევროკავშირსა და „მერკოსურს“ შორის სავაჭრო შეთანხმება გაფორმდა
17/01/2026 22:16:00 მსოფლიო
ევროკავშირსა და „მერკოსურს“ (სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს) შორის სავაჭრო შეთანხმება გაფორმდა. 25-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ მხარეებმა შეთანხმებას ხელი პარაგვაის დედაქალაქ ასუსიონში მოაწერეს.
შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს ტარიფების შემცირებას და ორ რეგიონს შორის ვაჭრობის გააქტიურებას, ახლა საჭიროა ევროპარლამენტის თანხმობა და უნდა რატიფიცირდეს „მერკოსურის“ წევრი ქვეყნების – არგენტინის, ბრაზილიის, პარაგვაისა და ურუგვაის საკანონმდებლო ორგანოების მიერ.
ფერმერებისა და გარემოსდაცვითი ჯგუფების უკმაყოფილების მიუხედავად, რომლებიც ვარაუდობენ, რომ სამხრეთ ამერიკული იაფფასიანი პროდუქტის იმპორტის გაიზრდება, ევროპის ქვეყნებმა მაინც შეძლებს კონსენსუსისთვის მიეღწიათ.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, შეთანხმება მსოფლიოში ყველაზე დიდ თავისუფალი ვაჭრობის ზონას შექმნის.
„ეს შეთანხმება ძალიან ძლიერ გზავნილს აგზავნის მსოფლიოსთვის. ის ასახავს მკაფიო და გააზრებულ არჩევანს. ჩვენ ვირჩევთ სამართლიან ვაჭრობას ტარიფების ნაცვლად. ჩვენ ვირჩევთ პროდუქტიულ, გრძელვადიან პარტნიორობას იზოლაციის ნაცვლად“, – განაცხადა მან.


