Accentnews.ge
დონალდ ტრამპი: აიათოლა ალი ხამენეიმ უნდა შეწყვიტოს ადამიანების მკვლელობა… ლიდერობა პატივისცემაზეა დაფუძნებული, და არა შიშსა და სიკვდილზე

დონალდ ტრამპი: აიათოლა ალი ხამენეიმ უნდა შეწყვიტოს ადამიანების მკვლელობა… ლიდერობა პატივისცემაზეა დაფუძნებული, და არა შიშსა და სიკვდილზე

17/01/2026 22:29:00 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „პოლიტიკოსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ  მისი ინფორმაციით, ირანში მკვლელობები შეწყდა.

„საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც მან [ირანის სულიერი ლიდერი,აიათოლა ალი ხამენეი] ოდესმე მიიღო, იყო ორი დღის წინ, 800-ზე მეტი ადამიანის ჩამოხრჩობის თავიდან აცილება“, – თქვა ტრამპმა ირანში აშშ-ის შესაძლო ოპერაციაზე საუბრისას.

ჟურნალისტმა შეერთებული შტატების ლიდერს ასევე აჩვენეს აიათოლა ალი ხამენეის პოსტები, სადაც ირანის სულიერი ლიდერი აღნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დამნაშავეა ირანელი ერისთვის მიყენებული მსხვერპლის, ზიანისა და ცილისწამებისთვის.

„ეს კაცი ავადმყოფია. მან სათანადოდ უნდა მართოს თავისი ქვეყანა და შეწყვიტოს ადამიანების მკვლელობა. მისი ქვეყანა ცუდი ხელმძღვანელობის გამო ყველაზე საშინელი ადგილია საცხოვრებლად მთელ მსოფლიოში. როგორც ქვეყნის ლიდერი, ის დამნაშავეა ქვეყნის სრულ განადგურებაში და ძალადობის გამოყენებაში ისეთ დონეზე, როგორიც აქამდე არავის უნახავს. იმისათვის, რომ ქვეყანამ ფუნქციონირება შეინარჩუნოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფუნქცია ძალიან დაბალი დონისაა, ხელისუფლებამ ყურადღება უნდა გაამახვილოს თავისი ქვეყნის სათანადო მართვაზე, როგორც მე ვაკეთებ შეერთებულ შტატებში და არა ათასობით ადამიანის მოკვლაზე, რომ კონტროლი შეინარჩუნოს. ლიდერობა პატივისცემაზეადაფუძნებული, და არა შიშსა და სიკვდილზე“, – აღნიშნა ტრამპმა.

ცნობისთვის, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა:„ჩვენ აშშ-ის პრეზიდენტს დამნაშავედ ვცნობთ ირანელი ერისთვის მიყენებული მსხვერპლის, ზიანისა და ცილისწამებისთვის, ამერიკული ამბოხის მიზანია, გადაყლაპოს ირანი“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S