Accentnews.ge
რუსეთს ანექსირებული მარიუპოლიდან ბათუმის მიმართულებით საკრუიზო მარშრუტების აღდგენა სურს

რუსეთს ანექსირებული მარიუპოლიდან ბათუმის მიმართულებით საკრუიზო მარშრუტების აღდგენა სურს

19/01/2026 08:45:06 პოლიტიკა, სამართალი

რუსეთის ხელისუფლება აზოვის ზღვის გავლით უცხო ქვეყნებში კრუიზების აღდგენის შესაძლებლობას განიხილავს. ამას ამტკიცებს რუსული სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ მათ ხელთ არსებული სამთავრობო დოკუმენტებიდან გამომდინარე.

„შესაძლებელია აზოვის ზღვის გავლით უცხო ქვეყნებში კრუიზები აღდგეს. ადრე არსებობდა კრუიზი მარშრუტით მარიუპოლი-ბათუმი. სამგზავრო ნავმისადგომის აღდგენის ან აშენების შემთხვევაში აღნიშნული მარშრუტის აღდგენაც შესაძლებელია“, — როგორც რია-ნოვოსტი მიუთითებს, ნათქვამია დოკუმენტებში.

რუსული სამთავრობო მედია იმასაც აღნიშნავს, რომ მსგავსი კრუიზების განხორციელებისთვის შესაძლოა გამოყენებულ იქნას გემი „მუსტაი კარიმი“.

აზოვის ზღვის აუზის ტერიტორიაზე რვა პორტია განლაგებული — მარიუპოლი, ეისკი, კავკაზი, თემრიუკი, ბერდიანსკი, აზოვი, დონის როსტოვი და ტაგანროგი. ამასთან, სამთავრობო დოკუმენტებში დაზუსტებულია, რომ სამგზავრო გემების მისაღებად სპეციალიზებული ნავმისადგომი მხოლოდ ტაგანროგში არსებობს, ხოლო ეისკისა და მარიუპოლის პორტებმა ასეთი გემების მიღების შესაძლებლობა „დაკარგეს“.

მარიუპოლი უკრაინის ქალაქია, რომლის ჯერ ოკუპაცია, შემდეგ კი ანექსიაც რუსეთმა განახორციელა მიმდინარე ომის ფარგლებში. სწორედ მარიუპოლთან მდებარეობს აზოვსტალის ცნობილი ქარხანა, რომელსაც ალყაში მოქცეული აზოვის ბატალიონი და სხვა უკრაინელი ჯარისკაცები რამდენიმე თვის განმავლობაში იცავდნენ,

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S