Accentnews.ge
მოლდოვამ დსთ-დან გასვლის პროცესი დაიწყო

მოლდოვამ დსთ-დან გასვლის პროცესი დაიწყო

20/01/2026 08:22:27 ევროპა

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხაი პოპშოის განცხადებით, მოლდოვა დსთ-ს წევრი აღარ იქნება.

მისი თქმით, მოლდოვის ხელისუფლებამ დსთ-დან გამოსვლის პროცესი დაიწყო.

„დე ფაქტო ჩვენ გარკვეული პერიოდი შევაჩერეთ [დსთ-ში] მონაწილეობა, მაგრამ იურიდიულად ჯერ კიდევ იქ ვიყავით. ამ სამი ფუნდამენტური შეთანხმების დენონსაციის შემდეგ, მოლდოვის რესპუბლიკა ოფიციალურად აღარ იქნება დსთ-ის ნაწილი. ეს პროცესი უკვე დაიწყო, გადაწყვეტილება ახლახან მივიღეთ და განხილვის პროცესი დაწყებულია“, — განაცხადა მიხაი პოპშოიმ.

მისი განცხადებით, დსთ-ს სამი ფუნდამეტური შეთანხმებიდან გამოსვლის პროცესის შესასებ დოკუმენტები მოლდოვის საკანონმდებლო ორგანოს ახალი საპარლამენტო სესიის დასაწყისში წარედგინება.

მისი თქმით, დსთ-სთან არსებული სხვა შეთანხმებები, რომლებიც მოქალაქეებისთვის სარგებლის მომტანია, კვლავ გააგრძელებს მოქმედებას.

„სავარაუდოდ, თებერვლის შუა რიცხვებამდე დავასრულებთ პროცესებს მთავრობაში, რის შემდეგაც გადაწყვეტილება პარლამენტის დეპუტატებმა უნდა მიიღონ. თუმცა ეს პროცესი საგარეო საქმეთა სამინისტროში დავიწყეთ და დოკუმენტები განსახილველად გავაგზავნეთ. შეთანხმებების იმ ნაწილის დენონსაციისთვის, რომელიც არ ეწინააღმდეგება ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს და გარკვეული სარგებელი მოაქვს, საფუძველი არ არსებობს. თუმცა, იურიდიულად, უახლოეს დროში მოლდოვის რესპუბლიკა ოფიციალურად აღარ იქნება დსთ-ის ნაწილი“, — განაცხადა მიხაი პოპშოიმ.

მიხაი პოპშოის თქმით, მოლდოვის რესპუბლიკას დსთ-სთან სულ 283 შეთანხმება აქვს ხელმოწერილი, აქედან 71 უკვე გაუქმებულია, ხოლო დაახლოებით 60-დან გამოსვლის პროცესშია.

კიშინიოვის ხელისუფლებამ დსთ-სთან შეთანხმებების შეჩერების პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა 2022 წლის თებერვალში. მოლდოვის ხელისუფლების განცხადებით, ამ შეთანხმებების დებულებები მოძველებულია, ზოგიერთ შემთხვევაში კი ისინი საერთოდ არასდროს გამოყენებულა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S