დონალდ ტუსკი: ირანში მყოფმა პოლონეთის მოქალაქეებმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ქვეყანა
19/02/2026 14:28:00 მსოფლიო
პოლონეთის მოქალაქეებმა, რომლებიც ირანში იმყოფებიან, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ქვეყანა, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, შეიარაღებული კონფლიქტის შესაძლებლობის გამო ევაკუაცია, შესაძლოა, რამდენიმე საათში შეუძლებელი გახდეს.
„გთხოვთ, დაუყოვნებლივ დატოვოთ ირანი… და არავითარ შემთხვევაში არ ჩახვიდეთ ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ტუსკმა.


