Accentnews.ge
ევროკავშირმა რამდენიმე რუს მოსამართლესა და პროკურორს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა რამდენიმე რუს მოსამართლესა და პროკურორს სანქციები დაუწესა

23/02/2026 16:30:00 პოლიტიკა, მსოფლიო

ევროკავშირმა რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევისთვის რვა პირს სანქციები დაუწესა, - ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეობის გამო ევროკავშირმა რუს მოსამართლეებს, ერთ პროკურორსა და ერთ გამომძიებელს სანქციები დაუწესა.

„დღეს საბჭომ სანქციები დაუწესა რვა პირს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიებზე, ასევე რუსეთში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, ევროკავშირის სანქციების სიაში სასჯელაღსრულების კოლონიებისა და წინასწარი დაკავების იზოლატორების ხელმძღვანელებიც მოხვდნენ.

დაწესებული სანქციები მათთვის ევროკავშირში მოგზაურობის აკრძალვას და აქტივების გაყინვას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S