Soroptimist International: გლობალური მიზნები და ქართველი წევრის ისტორია
21/03/2026 19:29:00 ინტერვიუ, საზოგადოება
სტატიაში
გაერთიანებულია Soroptimist International Staten Island Club-ის პრეზიდენტის,
ორგანიზაციის ქართველი წევრისა და მმართველი საბჭოს წარმომადგენლის ხედვები — რაც
ერთიან სურათს ქმნის გლობალური მისიის, პირადი გამოცდილებისა და ადგილობრივი
გავლენის შესახებ.
„ჩვენი
მთავარი
მისიაა
ქალებისა
და
გოგოების
ცხოვრების
გაუმჯობესება
განათლების
გაძლიერების
გზით,“
— ეუბნება
„აქცენტს“
Soroptimist International Staten Island Club-ის პრეზიდენტი, თინა ბილჩერ მერფი.
ქალბატონო თინა, როდის და რა იდეით დაარსდა
Soroptimist International?
Soroptimist-ის იდეა ჩამოყალიბდა 1921 წელს, ქალთა საარჩევნო უფლებებისთვის ბრძოლის პერიოდში.
პირველი
კლუბი
დააარსა
დუბლინელმა
სტიუარტ
მოროუმ,
რომელიც
ოპტიმისტთა კლუბის წევრებს
ეძებდა
და
ამ
მიზნით
ქალების
მიერ
დაარსებულ
სამდივნო
სკოლას
მიმართა.
დღეს
ორგანიზაციის
მთავარი
მისიაა
ქალებისა
და
გოგოების
ცხოვრების
გაუმჯობესება
განათლების
ხელშეწყობის
გზით.
Soroptimist თავდაპირველად ჩამოყალიბდა დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ხოლო 1928 წელს შეიქმნა Soroptimist International. დღეს ორგანიზაცია
121 ქვეყანაში
ფუნქციონირებს
და
ყოველწლიურად
დაახლოებით
48,000 ქალს
ეხმარება.
ჩვენ
ვთავაზობთ
„Dream“ პროგრამებს
როგორც
სასკოლო,
ისე
კოლეჯის
დონეზე:
·
Dream It, Be It — პროგრამა
დაიწყო
2015 წელს
და
უკვე
მოიცავს
138,000-ზე
მეტ
მონაწილეს;
·
Live Your Dream Award — პროგრამა
დაიწყო
1972 წელს
და
დაეხმარა
47,000-ზე
მეტ
ქალს.
ეს
პროგრამები
ქალებს
სიღარიბისა
და
ოჯახური
ძალადობის
დაძლევაში
ეხმარება,
გრანტებისა
და
საგანმანათლებლო
სტიპენდიების
მეშვეობით.
შეგიძლიათ გაიხსენოთ
ქალის ისტორია, რომლის ცხოვრებაზეც თქვენი ორგანიზაციის დახმარებამ მნიშვნელოვანი
გავლენა მოახდინა?
რამდენიმე
წლის
წინ
შევხვდით
„Live Your Dream“ ჯილდოს რეგიონულ გამარჯვებულს — მისი ამბავი განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო. ის ვეტერანი
იყო,
რომელსაც
მოძალადე
ქმარმა
ძალიან
ახლო
მანძილიდან
სახეში
ესროლა,
რის
შედეგადაც
თვალი
დაკარგა.
მიუხედავად
ამისა,
მან
შეძლო
ძალადობრივი
ურთიერთობიდან
თავის
დაღწევა
და
შვილების
დაცვა,
შემდეგ
კი
განათლების
გაგრძელება
სწორედ
ამ
პროგრამის
მხარდაჭერით.
რა მდგომარეობაში არიან ქალები დღეს და რა არის ყველაზე მწვავე პრობლემები?
დღეს ქალებისა და გოგოების წინაშე ყველაზე დიდი გამოწვევა ეკონომიკური უთანასწორობაა. კერძოდ, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების არასაკმარისი დონე, რაც განპირობებულია სიღარიბით, ანაზღაურების უთანასწორობით და განათლებასა და პროფესიულ განვითარებაზე შეზღუდული ხელმისაწვდომობით.
არსებობს
განაცხადის
წარდგენის
პროცესი,
კონკრეტული
მოთხოვნებითა
და
კრიტერიუმებით,
რომლებიც
მითითებულია
თითოეული
კლუბის
ვებგვერდზე,
ასევე
Soroptimist of the Americas-ისა და Soroptimist International-ის ოფიციალურ
პლატფორმებზე.
სხვადასხვა
კულტურის
ქალების
ჩართულობა
ჩემთვის
განსაკუთრებულად
მნიშვნელოვანია,
რადგან
მრავალფეროვანი
პერსპექტივები
ჩვენს
გავლენას
უფრო
ძლიერსა
და
მნიშვნელოვანს
ხდის.
როდესაც
განსხვავებული
გამოცდილების
მქონე
ქალები
ერთიანდებიან,
ჩვენ
ვსწავლობთ
ერთმანეთისგან,
ვაფართოებთ
ხედვას
და
ვქმნით
გადაწყვეტილებებს,
რომლებიც
რეალურად
ასახავს
იმ
საზოგადოებებს,
რომელთაც
ვემსახურებით.
ლიას
მიდგომა
წევრობის
მიმართ
აქტიური
და
ჩართულობაზე
ორიენტირებულია.
ის
არის
გონიერი
და
ძლიერი
მოხალისე,
რომელიც
მუდმივად
ერთვება
პროცესებში
და
თითოეულ
ღონისძიებაში
მონაწილეობს
მაღალი
პასუხისმგებლობითა
და
განსაკუთრებული
მონდომებით.
Soroptimist International-ის საქმიანობის არსი არა მხოლოდ მის პროგრამებშია, არამედ იმაშიც ჩანს, როგორ აღიქვამენ და გამოცდილებად აქცევენ მას თავად წევრები.
„ქალთა მხარდაჭერა ყველაზე ეფექტური ხდება მაშინ, როდესაც ის კოლექტიურ ფორმას იღებს,“ — ამბობს „აქცენტთან“ საუბარში საზოგადოებრივი
განვითარების
ექსპერტი,
სოციალური
მეწარმეობის
მკვლევარი
და
პრაქტიკოსი,
ორგანიზაციის
ქართველი
წევრი ლია კილაძე.
ქალბატონო ლია, რა იყო თქვენი მთავარი მოტივაცია, რომ ქალთა მხარდაჭერის საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანებულიყავით?
ჩემთვის ქალთა გაძლიერება არასოდეს ყოფილა მხოლოდ ღირებულება, ეს არის პრაქტიკული საქმიანობის ნაწილი, რომელსაც წლებია ვახორციელებ როგორც მკვლევარი, ისე სოციალური პროექტების ხელმძღვანელი. საქართველოში, ქუთაისის „სოროპტიმისტ ინტერნაციონალის ქუთაისი-კოლხას“ კლუბში წევრობამ (2019 წლიდან) მაჩვენა, რომ ქალთა მხარდაჭერა ყველაზე ეფექტური ხდება მაშინ, როდესაც ის კოლექტიურ ფორმას იღებს. ამერიკაში ჩამოსვლისთანავე გავწევრიანდი Soroptimist International-ის სტეიტენ აილენდის კლუბში, სადაც თავიდანვე ისეთი სითბოთი და გულწრფელობით მიმიღეს, რომ თავი საკუთარ ოჯახში ვიგრძენი.
თქვენი გამოცდილებით, რა ტიპის დახმარება სჭირდებათ ქალებს ყველაზე ხშირად?
ჩემი გამოცდილებით, ქალებს არც უნარები და არც მოტივაცია არ
აკლიათ, უმეტესად, მათ არა აქვთ წვდომა შესაძლებლობებზე. ეს ხშირად ძალიან პრაქტიკულ საჭიროებებში გამოიხატება: მაგალითად მენტორი,
რომელიც
საკუთარ
გამოცდილებას
გაუზიარებს
და
გადაწყვეტილებების
მიღებაში
დაეხმარება;
პროფესიული
კონტაქტები,
რომლებიც
კარიერული
გზის
გაკვლევაში
მნიშვნელოვან
როლს
შეასრულებენ;
ან
ფინანსური
მხარდაჭერა,
რათა
დაიწყონ
ის,
რაც
უკვე
დიდი
ხანია
სურთ.
სამწუხაროდ,
ზოგჯერ
ქალები დგანან უფრო მძიმე რეალობის
წინაშეც და უწევთ გამკლავება
ძალადობასთან,
საზოგადოებისგან
გარიყულობასთან
ან
იმ
მდგომარეობასთან,
როცა
უბრალოდ
არავინ
ჰყავთ, ვისაც დახმარებისთვის მიმართავენ. ასეთ დროს ქალი არა მხოლოდ რესურსების, არამედ უსაფრთხო სივრცისა და მხარდაჭერის გარეშე რჩება.
განსაკუთრებით
რთულ
მდგომარეობაში
ვარდებიან ის ქალები,
რომელთაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ. მათ ერთდროულად უწევთ პასუხისმგებლობის აღება როგორც საკუთარ,
ისე
შვილების
მომავალზე.
ეს
პასუხისმგებლობა
გადაწყვეტილებების
მიღებას
კიდევ
უფრო
ამძიმებს, რადგან
გაურკვევლობა
და
მომავლის
შიში
არამხოლოდ პირად, არამედ შვილების კეთილდღეობასთან პირდაპირ არის დაკავშირებული.
ხშირად, ასეთ დროს ქალები ცდილობენ რომ პრობლემებს, საკუთარი
ძალებით,
ჩუმად
გაუმკლავდნენ.
გარედან
შესაძლოა
ყველაფერი
მოწესრიგებულადაც
კი
ჩანდეს,
თუმცა
რეალურად
ისინი
სერიოზულ
ბარიერებს
აწყდებიან.
ეს
ბარიერები
მათ
საკუთარ
შესაძლებლობებში
ეჭვს
უჩენს
და
კიდევ
უფრო
ზრდის
მოწყვლადობას.
სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ორგანიზებული მხარდაჭერა. სოროპტიმისტ ქალთა კლუბი, არის სივრცე, სადაც ქალები მარტო არ რჩებიან, აქ მათი ინდივიდუალური ძალისხმევა კოლექტიურ ძალად გარდაიქმნება.
როგორ
ფიქრობთ,
რა
გამოწვევებს
აწყდებიან
ემიგრანტი
ქალები
ამერიკაში?
ჩემი დაკვირვებით, გარდა ოჯახის წევრების და ახლობლების მონატრებისა, ემიგრანტი ქალებისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევა, საკუთარი პროფესიული იდენტობის ხელახალი ჩამოყალიბებაა. ბევრ მათგანს აქვს განათლება და გამოცდილება, რომელიც ახალ გარემოში ვერ რეალიზდება. ამასთან ერთად არსებობს ენობრივი, კომუნიკაციის ბარიერები, სოციალური კაპიტალის ნაკლებობა, შრომით ბაზარზე შესვლის სირთულე, კულტურული ადაპტაციის წნეხი და ხშირად, პასუხისმგებლობების გაორმაგება, სადაც ოჯახი და ეკონომიკური თვითკმარობა თანაბარმნიშვნელოვანია.
რას ნიშნავს თქვენთვის ქალთა სოლიდარობა და ერთმანეთის მხარდაჭერა?
ჩემთვის ქალთა სოლიდარობა არის გააზრებული არჩევანი.
ეს არის უარის თქმა კონკურენციის იმ მოდელზე, რომელიც ქალებს ერთმანეთის წინააღმდეგ აყენებს, და ამის ნაცვლად ვითარდება ურთიერთგაძლიერებაზე
დაფუძნებული
სისტემა. ეს ნიშნავს: ერთმანეთის წარმატების აღიარებას და გაძლიერებას, რესურსების
გაზიარებას, გამოცდილების
გადაცემას და საჭირო დროს — ერთმანეთის
დაცვას.
რეალურ ცხოვრებაში სოლიდარობა სწორედ მაშინ ჩანს, როდესაც ქალი არ რჩება მარტო კრიტიკულ ეტაპზე, იქნება ეს პროფესიული, სოციალური თუ პირადი გამოწვევა.
რას ეტყოდით იმ ქალებს, რომლებიც ახლა რთულ მდგომარეობაში არიან და დახმარების გზებს ეძებენ?
პირველ რიგში ვეტყოდი, რომ დახმარების მოთხოვნა არის ძალის გამოვლენა, არა სისუსტე. ყველაზე დიდი შეცდომა, რაც ქალებმა შეიძლება დაუშვან, არის იზოლაციაში დარჩენა. ჩემი გამოცდილებით, ცვლილება იწყება საკუთარ თავთან პრობლემის აღიარებით, თუნდაც ერთი ადამიანისაგან დახმარების ძიებით და მცირე, მაგრამ თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმით.
„Ruby
Award ენიჭებათ
იმ
ქალებს,
რომლებიც
განსაკუთრებულ
ძალისხმევას
იჩენენ
სხვების
ცხოვრების
გასაუმჯობესებლად
და
საკუთარი
მაგალითით
სხვებსაც
შთააგონებენ,“
— ეუბნება
„აქცენტს“
ენჯი
დეპომპო
სეფი,
ღონისძიების
ორგანიზატორი
და
Soroptimist
International Staten Island Club-ის მმართველი საბჭოს წევრი.
Ruby Award-ს Soroptimist-ის წევრები ანიჭებენ იმ ქალებს, რომლებიც განსაკუთრებულ ძალისხმევას იჩენენ სხვების
ცხოვრების
გაუმჯობესებისთვის.
კერძოდ,
ეს
ჯილდო
გადაეცემათ
ქალებს,
რომლებიც
საკუთარი
ქმედებებით
შთააგონებენ
და
ამხნევებენ
სხვებს.
ჯილდო
დაარსდა
იმ
მიზნით,
რომ
აღიაროს
ამ
ქალების
მნიშვნელოვანი
გავლენა
საზოგადოებაზე
და
დაკავშირებულია
ისეთ
ღირებულებებთან,
როგორიცაა
სიბრძნე,
ძალა
და
სიყვარული.
ქალები
შეირჩევიან
საზოგადოების
წევრების
მიერ,
საზოგადოებაში
შეტანილი
გამორჩეული
წვლილისა
და
ადამიანების
ცხოვრების
გაუმჯობესებისკენ მიმართული
საქმიანობის
საფუძველზე.
წელს
გვყავდა
ექვსი
ლაურეატი,
მათგან
ერთ-ერთი იყო ახალგაზრდა
ლაურეატი.
ისინი
აქტიურობენ
მრავალ
სფეროში
და
ჩართულნი
არიან
არაერთ
ორგანიზაციაში,
რის
გამოც
რთულია
მათი
საქმიანობის
ერთ
კონკრეტულ
სფეროზე
დაყვანა.
ყოველ
წელს
ვცდილობთ,
წინა
წლის
შედეგებს
გადავაჭარბოთ
— როგორც
შეგროვებული
თანხების
მოცულობით
(რომლებიც
სტიპენდიებისთვის
გამოიყენება),
ისე
დამსწრეთა
რაოდენობით.
ერთ-ერთი მთავარი
გამოწვევა
ბიზნესებიდან
დონაციებისა
და
სასაჩუქრე
ბარათების
მოზიდვაა.
მუდმივად
ვცდილობთ
ახალი
და
ინოვაციური
იდეების
მოძიებას
ამ
მიზნის
მისაღწევად.
რამდენად
მნიშვნელოვანია
კულტურული
მრავალფეროვნება
თქვენი
ორგანიზაციისთვის
და
რას
ნიშნავს,
როდესაც
სხვადასხვა
ქვეყნიდან
ქალები
ერთიან
მიზანს
ემსახურებიან?
კულტურული
მრავალფეროვნება
უმნიშვნელოვანესია,
რადგან
ის
ამდიდრებს
საზოგადოებას
განსხვავებული
ხედვებით,
ღირებულებებითა
და
პრაქტიკებით,
რაც
ქმნის
უფრო
ინკლუზიურ
და
სამართლიან
გარემოს.
როდესაც
სხვადასხვა
ქვეყნიდან
ქალები
ერთიან
მიზანს
ემსახურებიან,
ეს
ასახავს
მრავალფეროვანი
კულტურების
ერთიანობისა
და
თანამშრომლობის
ძალას.
ასეთი
თანამშრომლობა
ქმნის
ინოვაციურ
გადაწყვეტილებებს,
აძლიერებს
პრობლემების
გადაჭრის
უნარს
და
ხელს
უწყობს
უფრო
ჰარმონიული
გლობალური
საზოგადოების
ჩამოყალიბებას.
ლია
კილაძე,
როგორც
ჩვენი
ორგანიზაციის
ახალი
წევრი,
ყოველთვის
მზად
არის
დახმარებისთვის
იქ,
სადაც
ეს
ყველაზე
მეტად
არის
საჭირო.


