Accentnews.ge
პრემიერი არ გამორიცხავს, რომ ზომები კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთან მიმართებითაც გამკაცრდეს

პრემიერი არ გამორიცხავს, რომ ზომები კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთან მიმართებითაც გამკაცრდეს

13/03/2020 11:04:53 საგარეო პოლიტიკა

„კორონავირუსის გამო მიმოსვლის გამკაცრება შეიძლება ღირდეს, რა თქმა უნდა, მაგრამ აქ ვერ იქნება საუბარი მხოლოდ რუსეთზე“, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნაისტის კითხვას, "ღირს თუ არა რუსეთთან მიმართებით ზომების გამკაცრება?".

„გამკაცრება შეიძლება ღირდეს, აქ ვერ იქნება საუბარი მხოლოდ რუსეთზე. ჩვენ ხომ ვსაუბრობთ გლობალურ პრობლემასა და ვირუსზე, რომელიც გვესმის, რომ საზღვრებს არ სცნობს. შესაბამისად, ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. იმ ქვეყნის მიმართულებით, სადაც აუცილებელი იქნება რისკების შესამცირებლად საზღვარზე განსაკუთრებული ღონისძიებების მიღება, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ", – განაცხადა გახარიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S