Accentnews.ge
ილჰამ ალიევი: სამიტში ჩემი მონაწილეობა ნათლად აჩვენებს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა რეალობაა - სომხეთი და აზერბაიჯანი უკვე ხედავენ მშვიდობის პრაქტიკულ სარგებელს

ილჰამ ალიევი: სამიტში ჩემი მონაწილეობა ნათლად აჩვენებს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა რეალობაა - სომხეთი და აზერბაიჯანი უკვე ხედავენ მშვიდობის პრაქტიკულ სარგებელს

04/05/2026 12:24:00 კავკასია, პოლიტიკა, მსოფლიო

სამიტში ჩემი მონაწილეობა ნათლად აჩვენებს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა რეალობაა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სომხეთში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ვიდეო ფორმატით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას აზერბაიჯანში ვიზიტის დროს განვიხილეთ ჩემი მონაწილეობა სამიტში და შევთანხმდით, რომ ვიდეო ფორმატით შევუერთდებოდი. ასევე მინდა აუდიტორიას ვაცნობო, რომ ერთი წლის წინ, პრეზიდენტ კოშტასთან და პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრისას, მათ მკითხეს ჩემი აზრი სამიტის 2026 წლის მაისში სომხეთში ჩატარების იდეასთან დაკავშირებით. მე მხარი დავუჭირე ამ ინიციატივას და, თავის მხრივ, შევთავაზე შემდეგი სამიტებიდან ერთ-ერთის აზერბაიჯანში ჩატარება დაბალანსებული მიდგომის შესანარჩუნებლად. წინადადება მიღებული იქნა და ამიტომ, წევრებს 2028 წლის მაისში აზერბაიჯანში ვპატიჟებ. სხვათა შორის, სომხეთმაც დაუჭირა მხარი ჩვენს კანდიდატურას. ეს ნათლად აჩვენებს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა რეალობაა“, - განაცხადა ალიევმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანი და სომხეთი 9 თვეა, რაც მშვიდობიანად ცხოვრობენ.

„ჩვენ მხოლოდ ცხრა თვეა, რაც მშვიდობიანად ვცხოვრობთ და ვსწავლობთ მშვიდობიან ცხოვრებას“, - აღნიშნა ალიევმა.

მისი თქმით, სომხეთი და აზერბაიჯანი უკვე ხედავენ მშვიდობის პრაქტიკულ სარგებელს.

„მშვიდობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა დაკავშირებადობაა. ტრამპის მშვიდობისა და კეთილდღეობის საერთაშორისო მარშრუტი აზერბაიჯანს მის ანკლავთან, ნახიჩევანთან დააკავშირებს. ამავდროულად, ეს მარშრუტი შუა დერეფნის ნაწილი გახდება. სომხეთი და აზერბაიჯანი უკვე ხედავენ მშვიდობის პრაქტიკულ სარგებელს“, - აღნიშნა ალიევმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S