Accentnews.ge
კაია კალასი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე - აგურ-აგურ ვანგრევთ რუსეთის ომის ეკონომიკას

კაია კალასი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე - აგურ-აგურ ვანგრევთ რუსეთის ომის ეკონომიკას

09/06/2026 18:15:00 პოლიტიკა, მსოფლიო

აგურ-აგურ ვანგრევთ რუსეთის ომის ეკონომიკის საფუძვლებს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის წარდგენასთან დაკავშირებით წერს.

მისი ინფორმაციით, სანქციები მოიცავს რუსეთის ნავთობის ფასების ლიმიტის დროებით გაყინვას და იმ ინსტიტუტების დასანქცირებას, რომლებსაც მოსკოვი შემოსავლების გენერირების სანქციების პაკეტის და ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლისთვის იყენებს.

„სანქციების სამიზნეს წარმოადგენს ბანკები, იარაღის მწარმოებლები, ნავთობმოვაჭრეები, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და კრიპტო ოპერატორები მესამე ქვეყნებში“, - აცხადებს კალასი.

შეგახსენებთ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დღეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი წარადგინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S