Accentnews.ge
პრეზიდენტი – მოზარდების მკვლელობის საქმეზე: "მთავარია, აღსდგეს სამართლიანობის განცდა"

პრეზიდენტი – მოზარდების მკვლელობის საქმეზე: "მთავარია, აღსდგეს სამართლიანობის განცდა"

04/06/2019 09:41:07 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, სამართალი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის აზრით, ყველაზე მთავარი და ერთადერთი არის, აღდგეს სამართლიანობის განცდა, ოჯახებს ჰქონდეთ ყველა კითხვაზე პასუხი და არ ჰქონდეთ არც ერთი კითხვა უსამართლობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ დავით სარალიძის მკველელობის საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწარაფიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

„მოდით, ნუ გავასწრებთ მოვლენებს. დაველოდოთ პროცესებს, მთავარია, სამართლიანობა აღდგეს“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ კალანდია ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენის ბრალდებით, მოსამართლის განჩინებით დააკავა. ოჯახის შეფასებით, დაკავების აქტი პოლიტიკურად იყო მოტივირებული, სარალიძეები კი მიიჩნევენ, რომ "სამართალი აღსდგა".  

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S