Accentnews.ge
გერმანიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა

გერმანიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა

15/03/2020 09:00:50 საგარეო პოლიტიკა, საზოგადოება

გერმანიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, დაავადებულს ვირუსის მსუბუქი ფორმა აქვს, იგი არ ექვემდებარება სტაციონალურ მკურნალობას და ადგილზე, გერმანელი მედიკოსების მეთვალყურეობისა და მონიტორინგის ქვეშ არის.

„აღნიშნულ მოქალაქეს დაუკავშირდა საქართველოს საელჩო, კერძოდ, საკონსულო მიუნხენში, გაეცნო მის მდგომარეობას. მუდმივად არის საკონსულო მათთან კავშირზე. საქართველოს მოქალაქეს უკვე ჰქონდა კომუნიკაცია გერმანელ მედიკოსებთან, რომლებმაც მიუთითეს მკურნალობის მეთოდოლოგია მისი მდგომარეობის გათვალისწინებით. საკონსულო მუდმივარ რჩება მასთან კონტაქტზე და საჭიროების შემთხვევაში აღმოუჩენს საჭირო დახმარებას. გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს იგი რეკავდა საკონსულოს ცხელ ხაზზე და მას არ პასუხობდნენ, მოქალაქესთან კომუნიკაციის შემდეგ, აღმოჩნდა რომ არ არის სიმართლე და უზუსტობას ჰქონდა ადგილი. იგი არ რეკავდა გერმანიაში საქართველოს საელჩოს და სამივე საკონსულო ოქლის მითითებულ ცხელ ხაზზე. ის რეკვდა სხვა ნომერზე. აღნიშნულ მოქალაქეს, მისივე ინფორმაციით და გერმანელი მედიკოსების ინფორმაციით, აქვს ვირუსის მსუბუქი ფორმები. იგი არ ექვემდებარება სტაციონალურ მკურნალობას და მკურნალობას გადის ადგილზე გერმანელი მედიკოსების მეთვალყურეობის და მონიტორინგის ქვეშ“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 5500 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 152 000–ს გადააჭარბა. 75 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 30 შემთხვევაა დადასტურებული. 30 ინფიცირებული პაციენტიდან 27 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, 3 – საჩხერის კლინიკაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S