Accentnews.ge
"აჭარაში ბაზრობები დროებით დაიხურება, შეზღუდვა სააფთიაქო და სასურსათო სექტორს არ შეეხება"

"აჭარაში ბაზრობები დროებით დაიხურება, შეზღუდვა სააფთიაქო და სასურსათო სექტორს არ შეეხება"

17/03/2020 15:10:19 საშინაო პოლიტიკა, რეგიონები

"აჭარაში ბაზრობები დროებით დაიხურება, შეზღუდვა სააფთიაქო და სასურსათო სექტორს არ შეეხება", – ამის შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ განაცხადა.

"აჭარის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის უზრუნველსაყოფად ხოფის ბაზარზე მომუშავე ობიექტებს პირველ აპრილამდე შეუჩერდეს საქმიანობა. შეზღუდვა სააფთიაქო და სასურსათო სექტორს არ შეეხება. აღნიშნული შეზღუდვა გავრცელდება აჭარის ტერიტორიაზე არსებულ ყველა საბაზრო და სავაჭრო ლოკაციაზე. საქმიანობის შეჩერების განმავლობაში ყველა ეს ობიექტი გათავისუფლდება იჯარის გადასახადისგან", - განაცხადა ფუტკარაძემ

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ტიტე აროშიძის თქმით, სასურსათო ქსელებზე მონიტორინგს უწყება განახორციელებს, რათა ფასების ზრდა არ მოხდეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S